ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, ესტონეთის ტყეებში მიმდინარეობს მოხალისეთა ბატალიონების ინტენსიური წვრთნა. ინფორმაციას ესტონელ მოხალისეთა წვრთნის შესახებ გამოცემა Wall Street Journal ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით ესტონელ მოხალისეთა მოქმედება, სრულიად ლეგალურია რადგან ისინი ემორჩილებიან ქვეყნის თავდაცვის დეპარტამენტს. გამოცემის ინფორმაციით ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში 14 000 ესტონელმა მამაკაცმა გაიარა წვრთნა. საგულისხმოა რომ ესტონეთის რეგულარული არმია 3 800 კაციანია.
მოხალისეთა რაზმების შექმნა, თავად მოხალისეთა განცხადებით მოტივირებულია რუსეთის მხრიდან ინტერვენციის საფრთხით. 18 წლის მოხალისის, სტუდენტი კევინ უნგროს განცხადებით მას სურს დაიცვას თავისი ქვეყანა - "რაც უფრო მეტ ადამიანს ეცოდინება ხელში იარაღის დაჭერა, მით უფრო დიდი შანსი გვაქვს დავიცვათ ჩვენი ქვეყანა" - აცხადებს კევინ უნგრო.
წვრთნები ტალინის მახლობლად ტყეებში მიმდინარეობს და მასში მონაწილეობენ რეგულარული არმიის მეთაურები, მედიკები და სამხედრო ინჟინრები.
უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში განვითარებული მოვლენების შემდეგ, ესტონელები შიშობენ რომ რუსეთი მათ მიამრთაც იგივე ქმედებებს განახორციელებს, რადგან ესტონეთის 1,3 მილიონიანი მოსახლეობის მესამედი, ეთნიკურად რუსია. სწორედ ამ ფაქტორით არის განპირობებული ის შიშები რომელიც ესტონელებს აქვთ და ამიტომაც ემზადებიან ასეთი ტემპებით.
მოხალისეები ეუფლებიან იარაღის გამოყენების პრინციპებს, საბრძოლო მოქმედებებში თვითგადარჩენის ხელოვნებასა და პარტიზანული ბრძოლების წარმოებას.


Комментариев нет:
Отправить комментарий