Страницы

четверг, 9 октября 2014 г.

პუტინის დაბადების დღე გროზნოში - იძულებით გამოყრილი ხალხი ქუჩაში (ვიდეო/video)

7 იქტომბერი რუსეთის პრეზიდენტის ვლადიემრ პუტინის დაბადების დღეა. მთელი რუსეთის ტერიტორიაზე ამ დღესთან დაკავშირებით საზეიმო გამოსვლები და კონცერტები გაიმართა.
ამ საკითხში ვინმეს რომ რამზან კადიროვისთვის ეჯობებინა, ალბათ პირადი შეურაწყოფა იქნებოდა რამზანისთვის. მასზე მაგრად ხომ არავის უყვარს ბელადი. მასზე მეტად ხომ ვერავინ მიაგებს პატივს მის პირად ხელმწიფესა და მფარველს. 
პუტინის დაბადების დღისადმი მიძღვნილ ღონსძიებაში ასი ათასი ჩეჩენი იღებდა მონაწილეობას. ადგილობრივი მედიის განცხადებით ძირითადად ე.წ. "ბიუჯეტნიკები" იყვნენ გამოყვანილი ღონისძიებისთვის, რომლებიც საკუთარი სურვილით  არ გამოფენილან ქუჩაში. მოკლედ რამზანმა პუტინს დღესასწაული მოუწყო წარსული, საბჭოთა სულისკვეთების სრული ატრიბუტიკით. გროზნოს ყველა სასწავლებელსა და სკოლაში, ასევე სახელმწიფო დაწესებულებებში 7 ოქტომბერი, დასვენების დღედ გამოცხადდა. მასში მონაწილეობას იღებდნენ სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების თანამშრომლები, სტუდენტები, ლექტორები, მასწავლებლები და სკოლის უფროსკლასელები. ისინი ვინც არ წავიდნენ ნაციონალური ლიდერის დაბადების დღის აღსანიშნავ ღონისძიებაზე, მკაცრად განიკიცხნენ. ასეთივე ბედი ეწიათ სამმართველოებისა და დეპატამენტების ხელმძღვანელებს, რომელთაც ვერ მოახერხეს საჭირო რაოდენობის თანამშრომლების მობილიზება.
მონაწილეებს დაურიგეს მაისურები პუტინის, რამზანისა და ახმატ კადიროვის გამოსახულებებით. ღონისძიება სულ ორ საათს გაგრძელდა და საბედნიეროდ ექსცესების გარეშე ჩაიარა:

Комментариев нет:

Отправить комментарий