გუშინ, ბელორუსიის დედაქალაქ მინსკში გაიმართა ევრო-2016 შესარჩევი მატჩი ბელორუსიისა და უკრიანის საფეხბურთო ნაკრებებს შორის.
მატჩი უკრაინელთა გამარჯვებით დასრულდა მაგრამ მთავარი მოვლენა, არა ანგარიში არამედ, გუნდების ფანაკლუბების მიერ შესრულებული სიმღერა "путин х...ло" და ის შეძახილები გახდა, რომლებსაც ფანები ერთმანეთის მხარდასაჭერად ყვროდნენ. ბელორუსი ფანების შეძახილზე "Слава Украине"-ს, უკრაინელები "Героям слава" და "Жыве Беларусъ"-ით პასუხობდნენ.
მატჩზე დასასწრებად წასულ უკრიანელ ფანებს, პრობლემები შეექმნათ ბელორუსიის საზღვარზე. ყოველგვარი ახსნა განმარტების გარეშე ქვეყანაში შესვლაზე უარი ეთქვათ გარკვეულ რაოდენობა გულშემატკივრებს. როგორც მოგვიანებით გაირკვა ბელორუსი სამართალდამცავები ცდილობდნენ ამ ქმედებით აღეკვეთათ მატჩისას "путин х...ло" სიმღერა, თუმცა მიუხედავად სირთულეებისა უკრინელემა და ბელორუსმა ფანებმა სიმღერა მაინც შეასრულეს. მატჩის შემდეგ კი გავრცელებული ინფირმაციით ასამდე გულშემატკივარია დაკავებული. უკრინულ მედიაში წერენ რომ ბელორუსი სამართალდამაცავები რომლებიც სტადიონზე იმყოფებოდნენ ძალიან გააღიზიანა ფანკლუბების სიმღერბმა და შეძახილებმა, რასაც მოჰყვა ასეულობით ადამიანის დაპატიმრება. სიტუაციის განმუხტვას ცდილობს ბელორუსიაში უკრაინის საკონსულოს წარმომადგენლები. დაკავებულებს გავრცელებული ინფორმაციით ელით ფულადი ჯარიმა და დეპორტაცია, ხოლო განსაკუთრებით აქტიურებს კი 15 დღემდე პატიმრობა და ასევე დეპორტაცია:

Комментариев нет:
Отправить комментарий