საოცარია ქართული ოცნების ხელისუფლების ტრანსფორმაციები. დღევანდელმა, პრემიერ მინისტრის განცხადებამ, ჭიკაიძის შესახებ და ზედ დამატებულმა წულუკიანის წუხილმა, იმაზე რომ მთავრობის მიერ გაკეთებული კარგი საქმეების მესამედიც კი არ არის ცნობილი მოსახლეობისთვის,
გამახსენა წინასაარჩევნოდ და მას შემდეგაც ქართული ოცნების დემონიზებული "პიარი". მახსოვს ის გულზე მჯიღის ცემა რომ ისინი არ დაიწყებდნენ საკუთარი საქმეების პიარს და ა.შ. ისიც კარგად მახსოვს რომ მათი ოპოზიციაში ყოფნის დროს მაშინდელი ხელისუფლების მისამართით, ბრალდების ტონში მუდმივად ისმოდა რომ ქვეყანაში ყველაფერი ფასადური და პიარით "გაზვიადებულიაო"... მოკლედ სახეზე იყო პაირტექნოლოგიების აუტანლობა არა იმ მიზეზით რომ ის საჭირო არ იყო, არამედ იმით რომ უბრალოდ არ იცოდნენ რას ნიშნავდა პიარი. ოცნების ბელადის ანალიზით ამ ტერმინის დეფინიცია განიმარტა ძალიან მარტივად - "პოლიტიკაში ტყუილი მოსულა" და რა თქმა უნდა ეს განმარტება ბელადისა, მანტრასავით აიტაცა მთელმა გუნდმა.
მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა და დღე სუკვე გვესმის წუწუნი რომ მოსახლეობამ არ იცის იმ კარგი საქმეების შესახებ, რომელიც თურმე ამ ხელისუფლებამ გააკეთა. თანაც თუ იუსტიციის მინისტრის წუხილის დაჯერება გვინდა, უნდა გავითვალისწინოთ რომ კონკრეტულად მისი სამინისტროა ისეთი სპეციფიკის, რომელიც პირდაპირ შეხებაშია ყველა მოქალაქესთან და მის უწყებაში გაკეთებულ "კარგ" საქმეებს აუცილებალდ შეეხებოდა, საქართველოს მოსახლეობის მესამედზე გაცილებით მეტი, რომელიც თავის თავზე "იწვნევდა" კარგი საქმეების შედეგებს. იმას რომ ასეთი უწყების მიერ გაკეთებული საქმეების მესამედიც კი არ მივიდეს მოსახლეობამდე მოხერხება უნდა და კონსპირაციის პრინციპების სრული დაცვით უნდა მოქმედებდეს უწყება რომ ეს ვერ გავიგოთ ჩვენ. სამაგიეროდ მე პირადად ვნახე ის რომ იუსტიციის სახლში არ ამომიბეჭდეს სტანდარტული დოკუმენტაცია, რომლისთვისაც გამიშვეს ნოტარიუსთან და "ადრე" უფასო დოკუმენტი, ფასიანი შეიქნა(!?) რამეთუ ნოტარიუსი გასამრჯელოს იღებს - ეს კი, ვნახეთ პატივცემულო მინისტრო!
წარმოიდგინეთ რა აფსურდამდე დადის ყველაფერი რომ ბიძინა ივანშვილის მიერ ჩაყრილი საფუძველი, პრობლემას უქმნის მთავრობას იმიტომ რომ არ ჩანს მისი ნამუშევარი და აზარალებს მოქალაქეებს იმით რომ მათ უბრალოდ არ იციან რას აკეთებს მთავრობა!? (წულუკიანის განცხადება)
მთავრობა! ხვდებით ეხლა რა დანიშნულება აქვს "პიარს?
ეხლა აღარ არის "პიარი" ეხლა არის მხოლოდ ის ავადსახენებელი "ცრა წელი"!
პრემიერ მინისტრის დღევანდელი განცხადება ჭიკაიძის "მოღვაწეობის" შესახებ და იმ მიღწევებზე, რომელიც თურმე ათი წელიწადი არ გაკეთებულა იმდენი, რაც ჭიაკიძის სამინისტრომ მხოლოდ ერთ წელიწადში გააკეთა, არის იმ მანტრის გამეორების შედეგი, რომლიც ბელადმა გამოაცხო. შენ თქვი და მოწინააღდმეგემ ამტკიცოს რომ ეს ასე არ არის!!! მიდით და დაუმტკიცეთ თქვენ ეხლა ბესელია, კობახიძე, ვოლსკი, ქუცნაშვილი, ღარიბაშვილს და ყველა ერთად აღებულს, "კოლექტიურ ივანშვილს" რომ ის ასე არ არის და პრემიერ მინისტრი იტყუება! აბა გაბედეთ! ვერაფერსაც ვერ გახდებით, იმიტომ რომ მათ აქვთ რკინის არგუმენტი "ცხრა წელი" რომლის დროსაც - ხოცავდნენ, ჭამდნენ, ანგრევდნენ, მილიარდები გაჰქონდათ ქვეყნიდან, შემდეგ მოკლული გვარები და ა.შ. ანუ ყველაფერი ერთად რაც კი ამ ორი წლის განმავლობაში უთქვამთ.
საქართველოს მეოცნებე მოსახლეობას ის შერჩა რომ მათ უნდა ისმინონ და დაკმაყოფილდნენ იმ ჭორებით, რომელიც ბოლო რამდენიმე წელია დაიზეპირეს და მაღალი რანგის მეოცნებეებისგან ამ ჭორების დადასტურება უნდოდა სანახაობად, ბიძინას მილიარდები კი საჭმელად.
უნდა გამოგიტყდეთ და გაგიმხილოთ რომ ეს ხალხი, რასაც სანახაობად იღებს, იმავეს ჭამს!
ალბათ, ჩანაწერი ამ დროის ეპოქალური ფრაზით უნდა დავასრულო - ჩვენ რა ვქნათ ჩვეენ?!

Комментариев нет:
Отправить комментарий