უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში მოქმედმა ტერორისტებმა გაავრცელეს ვიდეო რომელზეც მათი მტკიცებით აღბეჭდილია, უკრიანელების მიერ ნასროლი ბალისტიკური რაკეტის აფეთქების შედეგი.
ტერორისტთა მტკიცებით უკრაინელმა ძალოვნებმა სარაკეტო კომპლექსი "Точка-у" გამოიყენეს და დონეცკში არსებულ მათ ბაზაზე, რომელიც ადრე უკრაინული არმიის ერთერთი სამხედრო ნაწილი იყო განთავსებული, სარაკეტო დარტყმა განახორციელეს.
ვიდეო პორტალზე ატვირთულია ამა წლის 8 ოქტომბერს, თუმცა მისი გადაღების თარიღი არ არის დაზუსტებული. კადრებში კარგად ჩანს აფეთქების შედეგად წარმოქმნილი უზარმაზარი კრატერი და ის ნანგრევები რომელიც იერიშის შემდეგ სამხედრო ნაწილისგან დარჩა.
უკრაინელი ძალოვნების მხრიდან არავითარი განცხადება არ გაკეთებულა ამ ფაქტთან დაკავშირებით და უცნობია თუ როდის მოხდა აღნშულის არაკეტო დარტყმის განხორციელება, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გაფორმებამდე თუ მას შემდეგ.

Комментариев нет:
Отправить комментарий