Страницы

пятница, 10 октября 2014 г.

შვედეთში რუსება ერთმანეთი სცემეს ДНР-ის დროში გამო (ფოტო/photo)

შვედეთში გამართულ საფეხბურთო მატჩზე რუს გულშემატკივრებს შორის დაპირსპირება მოხდა. რუსი ფანების სექტორში, ერთერთმა რუსმა ფანმა ДНР-ის დროშის გაშლა მოინდომა, რასაც მისივე თანამოძმეთა გაღიზიანება მოჰყვა და მალევე ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა. 

ფოტოები ერთერთმა twitter-ის მომხმარებელმა გავრცელა, საკუთარ გვერდზე და მაშინვე აიტაცეს უკრინელმა მომხმარებლებმა.
დღეს ეს უკვე მეორე პოლიტიკურ-სპორტული ინფორმაციაა 1. რომელიც შედეგია რუსეთის მოქმედებებისა უკრაინაში და არა მარტო იქ.  
სეზონიდან გამომდინარე, მთელი ზაფხულის განმავლობაში აქტუალური, რუსი ტურისტების მიმართ გამოხატული პროტესტი იყო. ამჯერად სპორტის სფეროდან უნდა ველოდოთ იგივე შინაარსის შემთხვევებს. რაც იმას ნიშნავს რომ პოლიტიკა, ყველა სფეროს შეეხო და სავარაუდოდ კიდევ უფრო მოამრავლებს ინციდენტებს. 
უბედურება ის არის რომ ასეთი შემთხვევები, რუსებს საკუთარი შეხედულებების გადახედვისკენ კი არ უბიძგებს არამედ პირიქით, ნაციონალიზმს აღვივებს და ამას რა თქმა უდნა, როგოზინისა და დუგინის მსგავსი გარეწრები, კიდევ იფრო აღვივებენ, რელიგიური ორგანიზაციებისა და ნახევრად ფორმალური დაჯგუფებების მეშვეობით:






Комментариев нет:

Отправить комментарий