ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა რომელიც მინსკში გამართულ დსთ-ს წევრი ქვეყნების სამიტზე მოხდა სომხეთის ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში წევრობის ხელშეკრულების გაფორმება და ორი ქვეყნის, რუსეთისა და მოლდოვას პრეზიდენტებს შორის მომხდარი დაპირსპირებაა.
სომხეთი "მიიღეს" ევრაზიულ კავშირში მას შემდეგ, რაც მან მოახდინა ხელშეკრულების პროექტის დამტკიცება, რომელიც 2 ოქტომბერს მოხდა და სწორედ ამის შემდეგ ჩასვეს ხელმოწერის ცერემონია, სამიტის დღის წესრიგში. უცნაურია ის რომ სომხეთისთვის ესოდენ მნიშვნელოვანი მოვლენა, რომელსაც ქვეყნის პრეზიდენტმა ისტორიული უწოდა, სომხურ მედიაში მაინცდამაინც აქტიურად არ განხილულა. სავარაუდოდ ასეთი სიჩუმით გატარება იმას უკავშირდება რომ ხელშეკრულება, ძალაში ხელმოწერისთანავე არ შესულა და მისი მოქმედება 2015 წლის 1 იანვრიდან დაიწყება.
მეორე და ყველაზე მნიშვნელოვაი მოვლენა რომელიც სამიტზე მოხდა, ეს იყო სიტყვიერი დაპირსპირება რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინსა და მოლდოვას პრეზიდენტ ნიკოლაი ტიმოფტის შორის. სამწუხაროდ ჟურნალისტებმა ვერ გაიგეს შელაპარაკების შინაარსი მაგრამ ჟესტების მიხედვით, პრეზიდენტებს შორის სერიოზული დაპირისპირება მოხდა. ჟურნალისტების მონაყოლის მიხედვით, იყო მომენტი როდესაც ისეთი წარმოდგენა შეექმნათ რომ შესაძლოა ფიზიკურ დაპისპირებაზე გადასულიყვნენ პრეზიდენტები. თუმცა გავრცელებულ ვიდეოში ასეთი დაპისპირება არ არის ასახული. როგორც ამბობენ, დაპირისპირება ამ ეპიზოდის შემდეგ გაგრძლებულა და უფრო აგრესიული ჟისტებიც მაშინ გამოყენებულა. ყირგიზეთის პრეზიდენტს ლუკაშენკოსთვის მიუმართავს ჩანაწერით, თუმცა მასპინძელის ჩარევა საჭირო აღარ გამხდარა, რადგან მოკამათეები დაშოშმინებულან.
თავის გამოსვლაში რუსეთის პრეზიდენტმა განაგრძო დაპისპირება და მოლდოვა გაკიცხა ევროკავშირთან შეთანხმების გამო. პუტინის გულისწყრომა იმას გამოუწვევია რომ მოლდოვამ ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულების პირობები, რუსეთთან არ შეათანხმა და არ გაიმართა ამ საკითხზე სამმხრივი მოლაპრაკებები მოლდოვას, რუსეთსა და ევროპას შორის.
თითქმის ყველა ლიდერმა აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს არ დასწრების შესახებ. ზოგი დიპლომატიური განცხადებებით შემოიფარგლა ზოგი კი, მაგალითად უზბეკეთის პრეზიდენტმა ისლამ კარიმოვმა, კრიტიკის ქარცეცხლი დაატეხა პოროშენკოს. კარიმოვი გაბრაზებულია პოროშენკოზე იმიტომ რომ ის ჯერ არ შეხვედრია სამიტზე დამსწრე პრეზიედენტებს, მაშინ როდესაც უკვე ნამყოფია ბევრ ევროპულ ქვეყნაში და თითქმის ყველა ლიდერთან შეხვედრილია. კარიმოვმა აღნიშნა რომ უკრაინა დსთ-ს წევრია და უნდა მოიცალოს ამ კავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებთან შესახვედრად. კარიმოვის კრიტიკისთვის ხელის შეშლას შეეცადა უკრიანის პრეზიდენტის წარმომადგენელი მიხეილ ეჟელი, რომლის კომენტარებზეც კარიმოვმა აგრესიულად მიმართა და მისი გაჩუმება მოითხოვა.
კარიმოვისა და სხვათა გამოსვლის შემდეგ, უკრაინის წარმომადგენელმა მოახსენა დამსწრე საზოგადოებას უკრიანის აღმოსავლეთ რეგიონებში შექმნილი იმ მდგომარეობის შესახებ, რომელიც რუსეთის "დახმარებით" და მოქმედებების შედეგად არის შექმნილი. უკრაინელი ჟურნალისტები აღნიშნავენ რომ ეჟელის სიტყვის წარმოთქმისას, პუტინს უკვე მიღებული ჰქონდა ჩვეული "უმწიკვლო" სახის გამომეტყველება.
მოკლედ დსთ-ს სამიტი დაძაბულ ატმოსფეროში წარიმართა და აჩვენა რომ კავშირის შემადგენლობა ასეთი ვერ დარჩება. ის აუცილებლად შეიცვლება და მატების ნაცვლად კლებას განიცდის, რაც კიდევ ერთი ნიშანია იმისა რომ რუსეთის მიერ შექმნილი კავშირები, რუსეთისვე პოლიტიკის წყალობით, დეგრადირდებიან და არა პირიქით.

Комментариев нет:
Отправить комментарий