ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი თვეზე მეტია არ გამოჩენილა. დღეს კიმმა ერთერთი უმნიშვნელოვანესი ღონსიძიება გამოტოვა, კორეაში მთელი პარტიული ელიტა, წინა ნაციონალური ლიდერების კიმ ირ სენასა და კიმ ჩენ ირის მავზოლეუმში მივიდნენ, მშრომელთა პარტიის 69-ე წლისთავის აღსანიშნავად.
კიმ ჩენ ინი ერთ თვეზე მეტია არსად არ გამოჩენილა. ბოლოს როდესაც ის საზოგადოებამ ნახა, ესწრებოდა ერთერთ კონცერტს, რომლის დროსაც ჟურნალისტებმა მას კოჭლობა შეატყეს და შესაბამისად გავრცელდა სპეკულაციები ავადმყოფობის შესახებ. ზოგიერთი უფრო შორს წავიდა და გადატრიალებაზეც ალაპრაკდნენ. "The New Daily News" - წერდა რომ ანალიტიკოსების მოსაზრებების მიხედვით, შესაძლოა ქვეყანას საიდუმლოდ კიმის უმცროსი, 27 წლის და კიმ იო ჩჟო მართავდეს. დასავლურ მედიაში ასევე დაიწერა მისი ქვეყნიდან გაქცევის შესახებ. ამ ვერსიის მომხრეები აცხადებენ რომ მოხუცმა გენერლებმა 31 წლის "ბელადი" ვერ აიტანეს და გადატრიალება მოუწყვეს. ზოგნი ამბობენ რომ ამავე გენერლებმა, შიდა პატიმრობა მიუსაჯეს და ა.შ.
ეს სპეკულაციები რა თქმა უნდა გაამძაფრა დღევანდელმა, კომუნისტური კორეისთვის მნიშვნელოვან ღონისძიებაზე კიმის არ გამოჩენამ. ყველა წინა იუბილეებს, რა თქმა უდნა ერის ბელადი ესწრებოდა და მთელ რიგ რიტუალებსაც ატარებდა.
დღეს ასევე გავრცელდა შემდეგი ფოტო, ღმერთმა უწყის მართალია თუ არა მაგრამ გამოხატავს იმ ვარაუდების ერთერთ ვერსიას, რომელიც განიხილება დასავლეთის მედიაში. ნაცემი კიმ ჩენ ინი პატიმარივით მოჰყავთ, თუმცა მალევე გავრცელდა ამ ფოტოს სხვა ვერსიაც, რომელშიც "ბელადის" ხელებს აღტაცებული ფანები ასე ეხუტებიან
ერთი თვე, საკმაო დროა იმისთვის რომ დაინტერესებულმა ქვეყნებმა იცოდნენ თუ სად არის ამა თუ იმ ქვეყნის ლიდერი.
![]() |
| ფოტო სავარაუდოდ "ფეიკია"! |
კომუნისტი კორეელების ლიდერის გაქრობის ფონზე, დღეს რუსულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის საარტილერიო ცეცხლი გახსნის შესახებ ინფორმაცია. ინიციდენტები, შუაზე გაყოფილ კორეებს შორის პერიოდულად ხდება მაგრამ ძირითად ზღვაში. საარტილერიო დანადგარებიდან ცეცხლის გახსნის ფაქტები იშვიათად ხდება და როგორც წესი დაძაბულობის მაღალ ხარისხზე მეტყველებს. ჩრდილო კორეელებს თავდაცვის სტრატეგია აქვთ, სამხრეთის საზღვართან განთავსებული ათიათასობით საარტილერიო დანადგარის ზღუდეზე დაფუძნებული. სამხრეთის დედაქალაქი სეული იმდენად ახლოს არის საზღვართან რომ საარტილერიო დანადგარებით, ჩრდილოელები თავისუფლად მისწვდებიან.
გავცრელებული ინფორმაციით მხარეებს შორის ცეცხლის გახსნის მიზეზი გახდა სამხრეთელი მოქლაქეების მიერ ცაში გაშვებული საჰაერო ბურთები, რომელზეც პროპგანდისტული ფურცლები (პროკლამაციები) იყო ჩამოკიდებული. ჩრდილო კორეელებმა ცეცხლი გაუხსნეს საჰაერო ბურთებს, შემდეგ კი არტილერიით დაბომბეს საზღვრის მიმდებარე ტერიტორია, რაზეც სამხრეთელებმა ასევე საარტილერიო ზალპით უპასუხეს. მსხვრეპლისა და ნგრევის შესახებ ჯერ არცერთ მხარეს არ გაუკეთებია განცხადება. ასევე გავრცელდა ინფორმაცია რომ ორი კორეის წარმომადგენლებს შორის არის მიღწეული შეთანხმება, მაღალ დონეზე ფორმალური მოლაპრაკებების აღდგენის შესახებ, თუმცა ჯერჯერობით პროგრესი ამ პროცესში არ შეინიშნება.
იმედია საერთაშორისო საზოგადოება არ დაუშვებს კიდევ ერთი კონფლიქტის განახლებას ამ ფონზე, როდესაც მსოფლიოში რუსეთისა და ისლამური სახელმწიფოს მოქმედებით წარმოშობილ რისკებთან გამკლავებაა საჭირო.




Комментариев нет:
Отправить комментарий