უკრაინის კონფლიქტში მონაწილე, იჩქერიის საერთაშორის მოხალისეთა ბრიგადის მეთაური, ისა მუნაევის ვიდეო ინტერვიუ გავრცელდა, რომელშიც მუნაევი უკრაინაში ბრძოლის მოტივებზე საუბრობს. ჩეჩენთა საერთაშორისო ბრიგადა უკრაინაში მიმდინარე წლის ბოლოს გამოჩნდა და აქტიურად ჩაერთო ბრძოლებში.
პერიოდულად სოციალური ქსელების უკრაინულ სეგმენტში, ვრცელდება ლამის ფანტასტიკური ისტორიები, ჩეჩენ მოხალისეთა ქმედებების შესახებ. მათი მოქმედებები ძირითადად პარტიზანული ხასიათისაა და როგორც უკრიანელი "ვალანტიორები" წერენ ძალიან წარმატებულად მოქმედებენ რუსული საოკუპაციო ჯარების წინააღმდეგ.
ქვემოთ მოცემული ინტერვიუ, რომელიც დღეს გავრცელდა ნიშანდობლივია ქართველებისთვის რადგან საქართველო-რუსეთის ომების დროს, უკრაინელები აქტიურად გვეხმარებოდნენ, როგორც ცოცხალი ძალით ისე ტექნიკითა და ტყვია წამლით. არაერთხელ დამიწერია რომ ჩვენ ამ ერთან ვალში ვართ და სირცხვილია ის რასაც საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება აკეთებს. ჩვენც ისევე ვართ ვალდებულნი დავეხმაროთ უკრაინელებს, როგორც ამას ისა მუნაევი და მისი თანამებრძოლები აკეთებენ:

Комментариев нет:
Отправить комментарий