უკრიანაში ლუსტრაციის კანონი მიღების შემდეგ, პირველმა შედეგებმაც არ დააყოვნა და მასიურობის გამო თვალსაჩინო გახდა. პირველი ინფორმაცია რომელიც უკრაინულ მედიაში გავრცელდა და პირდაპირ დაკავშირებულია ლუსტრაციის კანონთან, ეს არის საზღვრის დაცვის ჯარებიდან 100 მაღალჩინოსანი,
ძირითადად გენერლების და პოლკოვნიკების განცხადებები, სამსახურიდან წასვლის შესახებ. განცხადება განთავისუფლების შესახებ დაწერა უწყების ხელმძღვანელის მოადგილემ. გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინის პრეზიდენტმა პოროიშენკომ მიიღო გადაწყვეტილება, სახელმწიფო საზღრის დაცვის სამსახური უფროსი ნიკოლაი ლიტვინიც გაანთავისუფლოს დაკავებული თანამდებობიდან.
"ინტერფაქს-უკრაინის" მტკიცებით ყველა განთავისუფლებული ოფიცერს, ლუსტრაციის კანონი პირდაპირ ეხებოდა.
გამოდის რომ უკრიანის საზღვრის დაცვა მთლიანად დეზორგანიზებულია იმდენი "ლუსტრირებული" აღმოჩნდა მათ რიგებში. გარკვეულწილად გასაგები გახდა ის გაუგებრობები რომელიც, რუსეთის შეტევის დროს უკრაინა-რუსეთის საზღვარზე ხდებოდა. მიტოვებული მებრძოლები, დაუცველი ზონები და უყურადღებოდა დატოვილი სეპარატისტთა და დივერსანტთა რუსეთიდან მომარაგების მიმართულებები. რამდენი იქნება კიდევ ღმერთმა უწყის, ეს ჯერ პირველი შედეგებია.

Комментариев нет:
Отправить комментарий