დღეს შუა დღისით გროზნოს ცენტრში აფეთქება მოხდა, რომელსაც ხუთი პოლიციელი ემსხვერპლა და რვა მძიმედ დაიჭრა. გავრცელებული ინფორმაციით აფეთქება თვითმკვლელმა მოაწყო, რომელიც კონცენტრზე შესვლას ცდილობდა და მეტალოდეტექტორთან აიფეთქა თავი. გავრცელებული ინფორმაციით რიგითი მოქალაქეებიდან არავინ დაშავებულა.
გროზნოში ამ დღეებში რამდენმე სადღესასწაულო ღონისძიება არის დაგეგმილი, რის გამოც ქალქში პოლიციური რეჟიმი გაძლიერებულია. აღსანიშნავია რომ დღეს ჩეჩნეთის რესპუბლიკის თავკაცის, რამზან კადიროვის დაბადების დღეა.
საღამოს ინფორმაცია დაზუსტდა და დასახელდა თვითმკვლელის ვინაობაც, ის 19 წლის გროზნოელი ოპტე მუდაროვი აღმოჩნდა. ჩეჩენი ძალოვნების მიერ გავცრელებული ინფორმაციით თვითმკვლელი მეტალოდეტექტორთან მივიდა და სამართალდამცავებს წარუდგა როგორც ძალოვანი უწყების თანამშრომელი, პოლიციელებმა პირადობის დამადასტურებელი მოწმობა მოსთხოვეს რა დროსაც მუდაროვმა, ტანზე დამაგრებული ასაფეთქებელი მოწყობილობა ააფეთქა.
მიუხედავად აფეთქებისა საზეიმო კონცერტი არ გადაუდიათ:
ფოტო მსალა შემთხვევის ადგილიდან




Комментариев нет:
Отправить комментарий