გადავეჩვიე არაპოლიტიკურ თემებზე წერას. არადა ჩვენს ირგვლივ გარდა პოლიტიკისა იმდენი კარგი რამ ხდება რომ ყოველდღიურად შეიძლება საინტერესო და საჭირო თემებზე ვწერდეთ და განვიხილავდეთ.
ქართული კინო! ეს არის თემა რომელიც არაერთხელ გამხდარა განსჯის საგანი და ბევრი ჩვენთაგანი, გულისტკივილს გამოვთქვამთ ხოლმე რომ ქართული ფილმები ბოლო
დროს მდარე ხარისხის ან ცუდი შინაარსისაა... არის გამონათებები და იშვიათად, რომელიმე ახალგაზრდა რეჟისორი თუ გვასიამოვნებს თავის ნამუშევრით. რატომღაც ქართველი კონორეჟისორები ფილმებს მხოლოდ შემოქმედებითი კუთხით უდგებიან და მასში კომერციული კომპონენტი მთლიანად იგნორირებულია. ფოლმის გადაღება ძალიან ძვირი სიამოვნებაა და ჩემი სუბიექტური აზრია რომ ვიდრე შემოქმედებითი ფილმის გადაღებამდე მივიდოდეს საქმე, მანამდე კინორეჟისორმა ძალიან დიდი გზა უნდა გაიაროს, რომელიც ორიენტირებული იქნება იმდენი შემოსავლის მიღებაზე რომ საკუთარი შემოქმედებითი მოთხოვნილებები დაიკმაყოფილოს და გადაიღოს ის ფილმი რომელიც მას სურს.

ამ კონკრეტულ შემთხვევაში სუბიექტური ვიქნები იმ ამბის მოყოლასა და ნამუშევრის შეფასებაში რომლზეც ქვემოთ მინდა მოგითხროთ.
ეს არის იმ სტერეოტიპის დანგრევის საუკეთესო ნიმუში, რომელიც ქართული კინოს მიმართ არის ჩამოყალიებებული. შესაძლებელია გადაიღო ფილმი რომელიც არ იქნება მხოლოდ ქართველი მაყურებლისთვის და პოსტსაბჭოთა სივრცისთვის. შეიძლება უფრო შორს წასვლა თუ კი ამის სურვილი გაქვს. სწორედ ეს დაისახეს ჩემმა მეგობრებმა მიზნად და ვხედავ რომ აღწევენ.
ფილმი რომელიც 20 ოქტომბერს გავა თბილისის კინოთეტრებში ამ გუნდის მეორე ნამუშევარია, პირველი იყო 247⁰F რომელიც საკმაოდ წარმატებით გაიყიდა საერთაშორისო ბაზარზე.
გამიმართლა რომ The Land-Mine-ს გადაღებებში უშუალო მონაწილეობა მაქვს მიღებული და ზედმიწევნით კარგად ვიცი თუ რამხელა გზა განვლო, მთლიანმა გადამღებმა ჯგუფმა ამ ფილმის შესაქმნელად. რამდენი სირთულე დავძლიეთ და რამდენი რამ ავაშენეთ იმისთვის რომ ეს ფილმი შექმნილიყო.
სიტყვებზე მეტად ამ ყველაფერს ქვემოთ მოცემულ ვიდეო რგოლები გადმოსცემს და უფრო მეტად გაგიჩენთ ფილმის ნახვის ინტერესს:

Комментариев нет:
Отправить комментарий