გამომდინარე იქიდან რომ საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება არავითარ ყურადღებას არ აქცევს რუსი ძალოვანი მაღალჩინოსნების ვიზიტებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებსა და უშუალო სამეზობლოში, ბევრი ვიზიტი ქართულ მედიაშიც გაუშუქებელი რჩება.
ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, კერძოდ კი სამაჩაბლოში რუსეთის უშიშროების საბჭოს თავჯდომარე ნიკოლაი პატრუშევი იყო ჩასული, რომელმაც შეხვედრა სეპარატისტების ე.წ. პრეზიდენტთან გამართა(წყარო). შეხვედრის შესახებ გავრცელებულ "ოფიციალურ" ინფორმაციაში, არაფერია ნათქვამი შეხვედრის შინაარსისა და საჭიროების შესახებ, იქ მხოლოდ მორიგე ფრაზებით არის ხაზგასმული რუსი და სეპარატისტი ე.წ. ძალოვნების თანამშრომლობის სიკეთეების შესახებ. საგულისხმოა რომ ოკუპირებულ სამაჩაბლოში, არაფერი არ მომხდარა ისეთი რომ ასეთი მაღალი რანგის ძალოვანი ჩასულიყო ცხინვალში, როგორიც რუსეთის უშიშროების საბჭოს თავჯდომარეა. შესაბამისად საქართველოს მთავრობამ ყურადღება უნდა მიაქციოს იმას თუ რატომ ჩავიდა პატრუშევი სეპარატისტებთან და რა დავალებები მისცა მათ ე.წ. პრეზიდენტს.
მეორე და მინშვნელოვანი ვიზიტი რომელიც რეგიონში განხორციელდა ეს არის სომხეთში ОДКБ-ს გენერალური მდივნის ნიკოლაი ბარდიუჟას ვიზიტი (წყარო) და მისი შეხვედრა სომხეთის პრეზიდენტთან. არ ვიცი რამდენად შეიძლება პარალელების გავლება, ასეთი ვიზიტებსა და მას მოყოლილი საქართველოს დელეგაციების ან პირიქით, სომხური დელეგაციების ვიზიტებს შორის საქართველოში, თუმცა აღსანიშნავი და გასახსენებელია ის რომ დღევანდელი ხელისუფლების მთავრი იდეოლოგი ბიძინა ივანიშვილი, თავის დროზე ლაპარაკობდა საქართველოს საგარეო პოლიტიკის "არმენიზაციაზე".
ტრადიცია არც ამჯერად დაირღვა და დღეს უკვე საქართველოს პარლამენტს სომხური დელეგაცია ესტუმრა. უსუფაშვილის სიტყვაში საუბარი იყო ერებს შორის საუკუნობრივ ურთიერთობასა და ერთმანეთის ინტერესების გათვალისწინებაზე. სომხეთის საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი, პარლამენტის თავჯდომარის მეთაურობით, სამ დღეს გასტანს და ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართება საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ მინისტრთან და პატრიარქთან.
ამ ყოველივეს დაუმატოთ, აშშ-ს დაზვერვის მიერ მიმდინარე წლის გაზაფხულზე გაკეთებული განცხადება რომ რუსეთი, უახლესი ტექნიკით აღჭურვილ სამხედრო შენაერთებს საქართველოს მიმართულებით გზავნის. ასევე უნდა გავითვალისიწინოთ, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში კავკასიურ რესპუბლიკებში რუს ძალოვანთა აქტიურობის შესახებ გავრცელებული ინფორმაციები და ის საკითხები, რომელიც აბაშიძე-კარასინის შევხედრებზე განიხილება. შედეგად მივიღებთ საქართველოს ირგვლივ გაზრდილ რუსული არმიისა და ცალკეული ძალოვანი უწყებების აქტივობას, რომელიც ქვეყნისთვის საფრთხეებს ზრდის და ამ საფრთხეებისადმი უყურადღებობა, საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების მხრიდან, ცოტა არ იყოს "უცნაურია". თუ საქართველსო ხელისუფლება იმედებს აბაშიძე-კარასინის მოლაპარაკებებზე ამყარებს, მაშინ საფრთხე ერთი ათად იზრდება და წარსული გამოცდილება გვიჩვენებს რომ რუსეთთან შეთანხმებების მიღწევასა და მათგან გარანტიების მიღება, ვერაფერი ნუგეშის საფუძველია.

Комментариев нет:
Отправить комментарий