ადგილობირივი მედია იტყობინება რომ მარიუპოლის მისადგომებთან შეტაკება მიმდინარეობს. მუშაობს არტილერია. ადგილობრივების განცხადებით სროლის ხმა ისმის მარიუპოლში ილიჩევსკის რაიონში.
მათი თქმით ამ ჯერად სახლის კედლები უფრო ძლიერად ზანზარებს აფეთქებებისას ვიდრე წინა დაბომბვებისას. შეტაკებებში მონაწილეობას იღებენ ტანკები. მოსახლეობა სარდაფებშია ჩასული. მძიმე არტილერია ბომბავს ასევე დასახლებულ პუნქტ ტალაკოვკასთან განთავსებულ ბლოკპოსტს. შეტაკებების შესახებ ინფორმაცია, მარიუპოლის ახლომახლოს დასახლებული პუნქტებიდანაც მოდის.
შუა დღის შემდეგ სროლები შედარებით ჩაცხრა და მოსახლეობა თავშესაფრებიდან გამოვიდა. რამდნეიმე წუთის წინ გაავრცელდა ფოტოები, მარიუპოლის შემოგარენში ერთერთი დასახლებული პუნქტიდან. სადაც ასახულია დაბომბვის შედეგები, აუფეთქებელი ჭურვი, დაზიანებული გაზის მილი, დანგრეული სახლები და ა.შ. თავშესაფრიდან გამოსული მოსახლეობა საზლებს ამოწმებენ და თავშესაფრებში ღამის გასათევად ემზადებიან.
როგორც ვხედავთ, მიუხედავად გახმაურებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესახებ გავრცელენული ინფორმაციისა, ბრძოლები მაინც გრძელდება.









Комментариев нет:
Отправить комментарий