დღეს დილიდან გავრცელდა ინფორმაცია რომ უკრაინელ სეპარატისტთა ლიდერზე პაველ გუბარევზე თავდასხმა მოხდა. სეპარატისტთა პრესა, მომხდარის შესახებ ასევე ავრცელებს ინფორმაციას, თუმცა მათ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გუბარევი ავტოავარიაში მოყვა მას შემდეგ რაც მის მანქანას ცეცხლი გაუხსნეს დონის-როსტოვი - დონეცკის ავტოტრასაზე.
უკრაინული და სხვა მედიის ინფორმაციით კი გუბარევი დაჭრილია და როსტოვის ერთერთ კლინიკაშია მოთავსებული. გავრცელებული ინფორმაციით რომელსაც ორივე მხარის მედია ავრცელებს, გუბარევი ამ დრომდე უგონო მდგომარეობაში იმყოფება.
არავითარი ვერსია თუ ვინ უნდა დასხმოდა თავს გუბარევს, არ გავრცელებულა. მედიამ მასზე თავდასხმა დაუკავშირა გუბარევის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ სტატუსს, რომელშიც ის იტყობინებოდა რომ ძალიან მალე, უმნიშვნელოვანეს განცხადებას გააკეთებდა და ითხოვდა ამ სტატუსის მაქსიმალურ გავრცელებას. რა უნდა განეცხადებინა უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში მოქმედ სეპარატისტთა ლიდერს, ღმერთმა უწყის და სავარაუდოდ ვეღარც გავიგებთ.
მომხდარი თავდასხმა, რუსეთის ხელდასმული სეპარატისტების ლიდერებზე, თავდასხმის პირველი შემთხვევა არ არის და ხშირია მათ შორის სხვდასხვა მიზეზთა გამო თავდასხმები და დაპისპირება. უკრაინელების ინფორმაციით დონეცკისა და ლუგანსკის ტერიტორიაზე უამრავი შეიარაღებული კრიმინალია შესული რუსეთიდან, რომლებიც არავის ემორჩილებიან და პრაქტიკულად უკონტროლოდ არიან მიშვებულები.
ხშირია შეტყობინებები ასეთ უკონტროლო დაჯგუფებებს შორის შეიარაღებული შეტაკებების შემთხვევების შესახებ. თუმცა რატომ უპირისპირდებიან ერთმანეთს ასე სასტიკად ტერორისტები, კაცმა არ იცის. პერიოდულად ჩნდება ისტორიები ასეთი დაპირისპირებების შინაარსის შესახებ, რომლებიც ძირითად კრიმინალური შინაარსისაა და არავითარი პოლიტიკური საფუძველი ან მიზანი არ ახლვას თან. დონეცკში განსაკუთრებით აქტიური იყო შეტაკებები უკონტროლო შეიარაღებული დაჯგუფებებს შორის, კრიზისის დაწყების პირველ ხანებში, რადგან ამ დროს მიდიოდა გავლენათა გადანაწილება და იმ დოვლათის ხელში ჩაგდება რომელიც იქ არსებულ საწარმოებში აღმოაჩინეს, დამშეულმა რუსმა დაქირავებულმა კრიმინალებმა.

Комментариев нет:
Отправить комментарий