Страницы

вторник, 14 октября 2014 г.

უკრაინელმა დივერსანტებმა რუსი გენერალი მოკლეს!

ინეტრნეტ გამოცემა nr2.com.ua-ს ინფორმაციით, უკრაინულმა დივერსიულმა ჯგუფმა, რომელიც ბატალიონი "Днепр-1"- შემადგენლობაში შედის, სპეცოპერაცია ჩაატარა დონეცკის ოლქის დასახლებულ პუნქტ ტელმანოვოში, რომელიც მარიუპოლიდან
დაახლოებით 40 კილომეტრში მდებარეობს, უკრიანა-რუსეთის საზღვრის სიახლოვეს. გავრცელებული ინფორმაციით დივერსანტების სპეცოპერაციის შედეგად, განადგურებული იქნა ტერორისტთა ერთერთი საველე მეთაური ანდრეი ბორისოვი, მეტსახელად "ჩეჩენი". ბორისოვი ჯერ კიდევ გირკინის (იგორ სტრელკოვი) მიერ იქნა გაგაზავნილი მარიუპოლში, რომელსაც უნდა შეექმნა და შემდეგ ეხელმძღვანელა ადგილობრივი სეპარატისტების "არმიისთვის".
ხალილ არსლანოვი
ასევე სპეცოპერაცისას დაიღუპა რუსი გენერალი სერგეი ანდრაჩენკო, რომელიც უკრიანული პრესის მტკიცებით, კოორდინაციას უწევდა პრიაზოვში რუსული სპცესამსახურების წარმოადგენლების მოქმედებებს. გენერალ ანდრაჩენკოსთან ერთად ლიკვიდირებულია ასევე ორი რუსი დივერსანტი ვლადიმერ ლისაკოვი და ვასილი პროტასოვი.
ჟურნალისტების წყაროს ინფორმაციით, რუსი გენერალი და მასთან ერთად ლიკვიდირებული ორი დივერსანტი, უკრაინაში რუსეთის გენერალური შტაბის უფროსის მოადგილის გენერალ მაიორ ხალილ არსლანოვის მიერ იყვნენ წარგზავნილები. 
გუშინ მთელი დღის განმავლობაში უკრაინული პრესა იტყობინებოდა ბრძოლების შესახებ, რომელიც მარიუპოლის სიახლოვეს მიმდინარეობდა. სავარაუდოდ ლიკვიდირებული მაღალი ჩინის "ტერორისტები" ხელმძღვანელობდნენ ამ შეტევას უკრაინულ პოზიციებზე და ამიტომაც მოხდა მათი ლიკვიდაცია. 


Комментариев нет:

Отправить комментарий