ამ სტატიის რესპოდენტისა და პროდიუსერის თხოვნით ვაქვეყნებ ჩემს ბლოგზე ამ სტატიას. გვერდში დგომა და ყურადღება სჭირდებათ ამ ახალგაზრდებს, კარგია რომ ასეთი პროექტებით არიან დაავებულები. წარმატებებს ვუსურვებ!
“DSLR prodution” ჭიათურაში სრულმეტრაჟიანი ფილმის გადაღებას იწყებს. პროდაქშენი, რომელმაც ოფიციალური სახე 2013 წელს მიიღო რამდენიმე ფილმის, რეკლამისა და ვიდეო რგოლის ავტორია. ჭიათურაში ფილმის გადაღების დეტალებზე ჩვენ “DSLR prodution”–ის დამფუძვნებელს დავით თაბაგარსვესაუბრეთ.
–დავით, რა ჟანრის ფილმის გადაღებას გეგმავთ ჭიათურაში და თუ საიდუმლო არაა იქნებ გაგვანდოთ ფილმის სიუჟეტი?
– ფილმი იქნება დრამა, სიყვარულის ისტორიაზე გადაღებული, რომელიც თავის–თავში რამოდენიმე პრობლემას ერთდროულად ეხება. ეს პრობლემები საბჭოთა კავშირის დაშლიდან დღემდე ნელა–ნელა ღვივდება და მწვავედ აისახება ქალაქზე. ფილმში გადომცემული სიყვარულის ამბავი ქალაქში მცხოვრებ გოგონაზეა, რომელსაც თანაკლასელი ბიჭი უყვარდება. ფილმის გადამწყვეტ ფაზაში კი ვაწყდებით დიდ პრობლემას, რომელსაც ჯერ–ჯერობით საიდუმლოდ დავტოვებთ. ფილმი ძალიან საინტერესო და ემოციური იქნება, რადგან სიუჟეეტი მთლიანად რეალობაზეა დაფუძვნებული.
– თუა დაზუსტებული ფილმის სახელწოდება?
– სახელწოდებაზე ბევრი ფიქრი არ დაგვჭირდა. ფილმს “ოქროს ქალაქის შავი ისტორია” ერქმევა.
– ვინ არიან ის ადამიანების, ვინც ფილმის შექმნაში იღებენ მონაწილეობას?
– ფილმის იდეის ავტორი მე და გიორგი კასრაძე ვართ. ხშირად გვიფიქრია, როგორ გადაგვეცა ჭიათურის პრობლემები ფართო აუდიტორიისათვის და ფილმის შექმნის იდეა გაგვიჩნდა. სცენარზე კი არაჩვეულებრივი სცენარისტი თათული ღვინიანიძე მუშაობს. ფილმის პროდუსერი ნიკა ნიკოლაძეა, რაც შეეხება მარკეტინგს მოლაპარაკებები დიტო ლობჟანიძესთან მიმდინარეობს.
– რა შეგიძლიათ გვითხრათ, თქვენსა და იმ პროდაქშენის გამოცდილების შესახებ, რომელიც უახლოეს მომავალში ფილმის გადაღებას დაიწყებს?
– ჩემი გამოცდილების შესახებ ის შემიძლია გითხრათ, რომ ვარ 2 მოკლემეტრაჟიანი ფილმისა და ბევრი სარეკლამო ვიდეო–რგოლის ავტორი. რაც შეეხება “DSLR prodution”–ს,მან ოფიციალური სახე 2013 წელს მიიღო და დღეს ფილმზე ვმუშაობთ.
– როდის იხილავს მაყურებელი ფილმს?
– სცენარი სრულად 2014 წლის ბოლოსათვის დასრულდება და ამის შემდეგ დავიწყებთ ფილმის გადაღებას. სამწუხაროდ ჩვენი მწირი ბიუჯეტი არ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ფილმის დასრულება მოკლევადიან პერიოდში შევძლოთ.დიდი იმედი გვაქვს, რომ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა დაინტერესდება ფილმით და გარკვეულ ფინანსურ მხარდაჭერას გაგვიწევს.
ჭიათურაში ფილმების გადაღება კომუნისტური ეპოქიდან დაიწყეს. ჩვენს ქალაქშია გადაღებული მხ. ფილმი “განგაში”, “ჩემი ქალაქის ვარსკვლავი” და “ოქროს ქალაქის შავი ისტორია” კიდევ ერთი სრულმეტრაჟიანი ფილმი იქნება, რომლის გადასაღები მოედანიც ჭიათურაში განთავსდება.

Комментариев нет:
Отправить комментарий