Страницы

вторник, 28 октября 2014 г.

ISIS-ის ტერორისტებმა რუსეთის მოქალაქე სიკვდილით დასაჯეს!

გავრცელებული ინფორმაციით სირიის ქალქ რაკკაში, ISIS-ის ჯალეთების მიერ დასჯილია რუსეთის მოქალაქე, პროფესიით ინჟინერი სერგეი გორბუნოვი. გორბუნოვის შესახებ ბოლო ცნობა 2013 წლის ოქტომბერში გავრცელებული ვიდეოს გამოქვეყნებით გახდა ცნობილი
რუსული მხარისთვის, რომელშიც ის მიმართავდა სირიისა და რუსეთის პრეზიდენტებს, ასევე წითელი ჯვრის ორგანიზაციას. გორბუნოვი მიმართვაში ამბობს რომ მას კარგად ექცევიან, აჭმევენ და .ა.შ. თუმცა თუ ხუთ დღეში არ გაცვლიან, წარმოშობით საუდი არაბეთელ ხალიდ სულეიმანში მას სიკვდილით დასჯიდნენ. 

როგორც ამერიკული დაზვერვისთვის გახდა ცნობილი, რუსი ინჟინერი დასაჯეს და დასჯის კადრებს დანარჩენ ტყვეებს აჩვენეს, დაშინების მიზნით. კომპეტენტური წყაროების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ISIS-ის ბოევიკების ხელში, რამდენიმე ათეული უცხო ქვეყნის მოქალქე ტყვეა, რომელთა დასჯის კადრებს, ხშირად თავად ISIS-ის წარმაომდგენლები ავრცელებენ ინტერნეტით და ცდილობენ ასეთი საჩვენებელი დასჯებით ამა თუ იმ საკითხზე გარკვეული გადაწყვეტილების მიღებას. ასევე ხშირად აკეთებენ ამას ფულის გამოძალვის მიზნით და ხშირად ამბობენ რომ ISIS-ის შემოსავლების სოლიდური ნაწილი, სწორედ ასეთი გატაცებული ტყვებიის გამოსასყიდების სახით, ნაღდი ფულის მიღებიზე მოდის.
რუსი ინჟინერის დასჯის კადრები ინტერნეტით რამდენიმე დღის წინ გავრცელდა. გადაღების თარიღი დაუდგენელია. 
ოფიციალური ტრეილერი

Комментариев нет:

Отправить комментарий