არამგონია, ბევრი იყოს იმდენად გულუბრყვილო ადამიანი რომ პუტინის მიერ უკრაინაში გაგზავნილი ე.წ. "ჰუმანიტარული კოლონის" ჰუმანურობაში დარწმუნებული იყოს და ეს მხოლოდ იმ ადამიანებზე ზრუნვის მოტივით ახსნას,
რომელსაც პუტინის მიერ გაგაზავნილი ტერორისტები ფარად იყენებენ, უკრაინული არმიის წინააღმდეგ ბრძოლაში. ყველაფერი დაფარული კი ადრე თუ გვიან ცხადი ხდება და რუსების შემთხვევაში ეს "ადრე თუ გვიან", როგორც წესი ძალიან მალე დგება. არ სჭირდება ამას ისტორიის განსჯა და ა.შ. რუსეთის ეს ნაბიჯი პირველ რიგში იმიტომ არის გარეწრული ის "ჰუმანიზმის" პუტინისეულ აღქმას განასახიერებს და მის დეფინიციასთან არავითარი კავშირი არ აქვს. ამას ადასტურებს ქვემოთ მოცემული აუდიო ჩანაწერი, რომელშიც რუსი სამხედრო თითქმის დეტალებში აღწერს იმას თუ რა ხდებოდა კოლონის მოძრაობისას და რა ხდებოდა იმ კადრებს მიღმა, რომელსაც მთელი მსოფლიო ხედავდა:

Комментариев нет:
Отправить комментарий