Страницы

понедельник, 27 октября 2014 г.

აფხაზეთის რკინიგზის გახსნა აქტიურად განიხილება!

გავრცელდა ჩვენი მეზობელი და "მოძმე" სახელმწიფოს, სომხეთის ეკონომიკის მინისტრის კარენ ჩშმარიტიანის განცხადება, რომელიც აცხადებს რომ აფხაზეთის რკინიგზის საკითხი, სომხეთის ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში გაწევრიანების პარალელურად აქტუალური გახდა და მისივე მტკიცებით, ეს საკითხი
განიხილება. სიტყვა სიტყვით მისი განცხადება ასე ჟღერს - "აფხაზეთის რკინიგზის ამუშავების საკითხი - სომხეთსა და ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირს შორის საერთო საზღვრის საკითხი, განიხილება(?!), დიახ საკითხი განიხილება და ჩვენ ვართ მომხრენი" - აცხადებს სომხეთის ეკონომიკის მინისტრი და დასძენს რომ სომხეთის ევრაზიულ კავშირში გაწევრიანებსათან დაკავშირებით, რკინიგზის ამ მიმართულების გახსნით დაინტერესება გაიზარდა, სომხეთის მხრიდანაც და რუსეთის მხრიდანაც(?!)  (www.tert.am)
ზემოთ მოყვანილ განცხადებას წინ უძღოდა რუსეთის რკინიგზის შეფის ვლადიმერ იაკუნინის კომენტარი, რომელიც აზარბაიჯანულ გამოცემა haqqin.az-თან გააკეთა ა/წ 22 ოქტომბერს. იაკუნინის განცხადებით, რუსეთი განიხილავს ეფხაზეთის რკინიგზის გახსნის საკითხს. მისი თქმით, საკითხი პოლიტიკურ გადაწყვეტას საჭიროებს და ამ საკითხში რუსები ყოველთვის გახსნის მომხრენი იყვნენ, თუმცა აფხაზებსა და საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას შორის დაგროვილი პრობლემები ვიდრე არ გადწყდება ეს საკითხიც ღია რჩება. 
დაუდგენელია საქართველოს ხელისუფლებაის პოზიცია აფხაზეთის რკინიგზის განხსნის საკითხის განხილვაში რადგან არცერთი განცხდება ამ თემაზე არ აგეკთებულა ამ დრომდე.
ოფიციალური ტრეილერი

Комментариев нет:

Отправить комментарий