რუსულ მედიაში რამზან კადიროვის ინტერვიუ გავრცელდა რომელშიც მსოფლიოს #1 ტერორისტს აბუ-ბაქარ ალ ბაგდადს ემუქრება და აცხადებს რომ მისი ხალხი უკვე ეძებს ამ "ვიღაც ბაგდადს"!
კადიროვი ეჭვობს რომ ISIS-ი დასავლეთის სპეცსამსახურების მიერ შექმნილი "შაითანების" არმიაა, რომელიც მხოლოდ იმიტომ ხოცავს მუსულმანებს რომ რაც შეიძლება ბევრი ფული იშოვონ.
კადიროვი თავის ინტერვიუში იმაზეც სწუხს რომ კავკასიიდან ISIS-ის რიგებში საბრძოლველად მიდიან ახალგაზრდები და იმუქრება რომ ყველას გაანადგურებს ვინ იქ წასვლას გადაწყვეტს. კადიროვი იმ ღონისძიებების შესახებაც ლაპრაკობს რომელსაც ახალგაზრდების ისალმური სახელმწიფოს მხარეს ბრძოლის პრევენციისთვის აკეთებს. მისი განცხადებიდან ირკვევა რომ კონკრეტული ღონისძიებები ტარდება სკოლებსა და სასწავლო დაწესებულებებში, მეჩეთებში და ა.შ. რამზანი სწუხს იმაზეც რომ ინტერნეტი ასეთი ხელმისაწვდომია და იხსენებს იმ დროს, როდესაც ოცნებობდა რომ ჩეჩნეთში ინტერნეტი ჩართულიყო, ახლა კი აღარ მოსწონს და ამბობს რომ უკეთესი იქნებოდა თუ კი ჩეჩნეთში ინტერნეტს გათიშავდნენ. გამომდინარე იქიდან რომ ინტერნეტი ჯერ არ გათიშულა ჩეჩნეთში და ასეთ გადაწყვეტილებას ძალიან ცუდი შედეგები მოჰყვება, კადიროვის განცხადებით "ჩვენი იმამები" ინტერნეტ ფორუმებზეც მუშაობენ.
კადიროვმა საკუთარი კონსპიროლოგიური თეორიაც შექმნა ალ ბაგდადთან დაკავშრებით. მისი აზრით ალ ბაგდადი "დაავერბოვკა" დევიდ პეტრეუსმა, რომელიც ავღანეთში კოალიციურ ჯარებს ხელმძღვანელობდა და შემდეგ ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ხელმძღვანელობდა. ამიტომ კადიროვი მოუწოდებს ალ ბაგდადს მოიხსნას ნიღაბი, გამოვიდეს და საჯაროდ ბოდიში მოიხადოს მუსულმანების წინაშე.
კადიროვის პერსონაჟი გარკვეულწილად კომიკურად იქცა, ასეთ გლობალური მაშტაბის პრობლემებზე კომენტარებით, მაგრამ ეს მისი ქვეყნის გარეთ მცხოვრები ადამიანებისათვის არის ასეთი კომიკური თორემ, რეალურად ჩეჩნეში მცხოვრები ადამაინებისათვის არა მგონია ეს "ტიპი" კომიკური იყოს, თავისი არმიის სისასტიკიდან გამომდინარე. ეს განცხადება კი შეგვიძლია აღვიქვათ, როგორც კიდევ ერთი ბრალდების ფორმა, რემელსაც "დაუდგენელი დანაშაულისთვის" დაღუპულებს მიაკერებენ, კონტრტერორისტული სპეცოპერაციის დასრულების შემდეგ!

Комментариев нет:
Отправить комментарий