გუშინ, 20 ოქტომბრის ღამეს, მოსკოვის ვნუკოვოს აეროპორტში მომხდარი ტრაგედიის შედეგად დაღუპული, ფრანგული ნავთობკორპორაცია "Total"-ის შეფის, კრისტოფერ დე მარჟერის დაღუპვის შესახებ გავრცელებული ცნობა, მრავალი მითქმა-მოთქმის საფუძველი გახდა.
არაერთი სტატია დაიწერა, რუსულ პრესაში იმ დანაკლისზე, რომელიც დე მარჟერის დაღუპვის შემდეგ მიადგება რუსეთის იმიჯს. ზოგმა ისიც კი თქვა, უკრაინის ცაში ჩამოგდებულ ბოინგზე უარეს ზიანს მიაყენებს, დე მარჟერის სიკვდილი რუსეთის იმიჯსო. ბინზესმენი მოსკოვში მედვედევთან შესახვედრად იყო ჩასული, რომელიც უცხოური ინვესტიციების საკონსულტაციო საბჭოს ფარგლებში უნდა გამართულიყო. ბიზნესმენი რუსეთის ხელისუფლებასთან დაახლოებული პირი იყო და თუ რუსულ მედიას დავუჯერებთ, ის იყო ერთადერთი ვროპელი გავლენიანი ბიზნესმენი, რომელიც მუდმივად რუსეთის მხარდაჭერით იყო დაკავებული. დღეს გაიხსენეს დე მარჟერის მიერ, პუტინისადმი ნათქვამი სიტყვები - "რაც არ უნდა მოხდეს, ჩვენ არასოდეს შევიცვლით ჩვენს დადებით დამოკიდებულებას რუსეთის მიმართ" ეს სიტყვები მას პუტინისთვის, 2009 წელს უთქვამს და როგორც დღევანდელ პუბლიკაციებში აღნიშნავენ ავტორები და ცალკეული ექსპერტები, მან თავისი სიტყვა შეასრულა.
კორპორაცია "Total"-ი რუსეთის ტერიტორიაზე ნავთობს მიპოვებდა და ამ მოპოვების ნებართვისთვის შეთანხმების იდეოლოგი სწორედ კრისტოფერ დე მარჟერი იყო.
ბიზნესმენის სიკვდილიდან რამდენიმე საათში გავრცელდა მისი სიტყვის სტენოგრამა, რომელიც მედვედევთან შეკრებილ საბჭოს სხდომაზე წარმოთქვა. გამოქვეყნებულ ნაწილში ლაპარაკია იმაზე რომ ბიზნესმენი არ ემხრობა სანქციების ენით ლაპრაკს და სწუხს იმაზე რომ რუსეთის ადვოკატობისთვის მისი პოპულარობა კი არ მატულობს არამედ პირიქით, უარესდება. ამიტომ ურჩია მედვედევს მოეგავრებინათ პოლიტიკური საკითხები. ის სინანულით აღნიშნავს რომ მიუხედავად სანქციების მიმართ ნეგატიური დამოკიდებულებისა, ის მაინც დაიცავს ამ სანქციებით განსაზღვრულ შეზღუდვებს რადგან, კანონს არასოდეს დაარღვევს და ა.შ. ეს რაც შეეხება ოფიცალურ და საჯარო ნაწილს მაგრამ არავინ იცის, თუ რაზე ელაპარაკა კულუარებში გავლენიანი ევროპელი ბიზნესმენი, რუსეთის ხელისუფლებას და ეს კითხვა, დღეს არაერთხელ დაისვა სხვადასხვა მედიაში.
ყველაფერთან ერთად, რა თქმა უდნა საინტერესოა ავარიის გამომწვევი მიზეზების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია და რუსეთს როგორც სჩვევია, არც ამჯერად დაურღვევია ტრადიცია, მოიქცეს ისე რომ ხელის შეუწყოს ათასგვარ კონსპიროლოგიური ვერსიის გაჩენას. მაგალითად ამ დრომდე არკვევენ რუსი სამართალდამცავები, არსებობს თუ არა კატასტროფის ამსახველი ვიდეო ფირი(?!). თავდაპირველად გავრცელდა ოთხი სავარაუდო ვერსია - პილოტების შეცდომა, მეტეოროლიგიური ფაქტორი, დისპეჩერის შეცდომა, ტექნიკური გაუმართაობა. დღის ბოლოს დარჩა ორი ვერსია, პილოტების შეცდომა და თოვლის საწმენდი მანქანის ნასვამი მძღოლი. რომელსაც ბიზნესმენის თვითმფრინავი შეეჯახა წინა შასისი საყრდენით და ამობრუნდა. გავრცელებული ინფორმაციით, თოვლის მწმენდავი უკვე დაკავებულია. ასევე განთავისუფლებულია სამსახურიდან აეროპორტის რამდენიმე ხელმძღვანელი თანამშრომელი, რომელთაც ვერ უზრუნველყვეს ფრენის უსაფრთხოება.
ყველა შედეგს რომ თავი დავანებოთ, რუსეთის ავიაციისთვის ძალიან ძლიერი დარტყმაა ის რაც მოხდა, თუ კი დადასტურდა საბოლოოდ რომ თოვლის მწმენდავი მანქანის მძღოლი ნასვამი იყო და ასეთ მდგომარეობაში იმყოფებოდა სამუშაო ადგილზე, ეს ნიშნავს რომ რუსული აეროპორტები ძალიან სარისკოა. ამ შემთხვევამ, თუ ცნობილი ბიზნესმენი და მისის ეკიპაჟის სამი წევრი იმსხვერპლა, ამ თვითმფრინავის ადგილზე თავისუფლად შეიძლებოდა ყოფილიყო სხვა რომელიმე საერთაშორის რეისის თვითმფრინავი, ასეულობით მგზავრით. და თუ კი ვნუკოვოს აეროდრომში რუსი "ვანია", მთვრალი დაშლიგინობს "ტრაქტორით" ასაფრენ ზოლზე, რატომ არ შეიძლება რომ იგივე მთვრალი "ვანია", სხვა ნებისმიერი აეროპორტის ასაფრენ ზოლზე გამოჩნდეს?!
მოკლედ რუსეთს ტრადიციული "თარსი აგვისტო" ოდნავ გვიან დაუდგა - მოსკოვში დაღუპული ფრნაგი ბიზნესმენი და ბალტიის ზღვის ფსკერზე მიტოვებული წყალქვეშა ნავი. სხვა ყველა, უკვე ხილული პრობლემებს ფონზე, კიდევ უფრო არყევს რუსეთის იმიჯს და არა მხოლოდ პოლიტიკურად!

.jpg)
.jpg)
.jpg)

Комментариев нет:
Отправить комментарий