ვიდრე ჩვენ აქ თბილისში ვდარდობთ იმაზე თუ რას გვიპირებს რუსეთი და როგორი იქნება ჩვენი პასუხი მის აგრესიაზე, აგერ თბილისის რკინიგზის სადგურს, რუსული ტურისტული შემაგდენლობა სტუმრობს.
მატარებელს რომელიც დღეს თბილისის რკინიგზის სადგურში გადაიღეს თვითმხილველებმა, 12 ვაგონისგან შედგება და ტურისტული ვიზიტით იმყოფება ქვეყანაში. მისი გამცილებლების მონაყოლით ჯერ ბაქოსა და ერევანში ყოფილან, ეხლა კი თბილისიში არიან სამდღიანი ვიზიტით.
"Золотой орел" - ასე ჰქვია მატარებელს, რომლმაც თბილისში რუსი ტურისტები ჩამოიყვანა და ის კომპანია "Транс-сибирский експресс"-ის საკუთრებაა, რომელიც ჩარტერულ სარკინოგზო ტურებს აწყობს რუსეთის ტერიტორიაზე. კომპანიის ვებგვერდზე განთავსებულია შემადგენლობის პრეზიენტაციის ამსახველი ფოტო მასალა და ინტერნეტით საკმაოდ მოიძებნება ინფორმაცია, მისი მარშუტი შესახებ. ძირითადად ეს შემადგენლობა რუსეთსა და დსთ-ს ქვეყნების ტერიტორიაზე ახორციელებს ტურებს და არცერთ გამოქვეყნებულ ტურში, საქართველო არ ფიგურირებს. როგორც ჩანს რუსულმა ტურზმმა საქართველოს ტურისტული პოტენციალის ათვისება დაიწყო იმ ფონზე, როდესაც მთელს მსოფლიოში რუსი ტურისტების მიამრთ დამოკიდებულება უარესდება. უარესდება არა მხოლოდ იმ პოლიტიკის გამო რომლესაც პუტინი ახორციელებს, არამედ თავად ტურისტების ქცევის გამო. ევროპულ ტელეარხებზე, ერთი პერიოდი პოპულარული იყო ამ თემაზე დოკუმანეტური სიუჟეტების კეთება.
ამ ამბავმა გამახსენა ზურაბ აბაშიძის ა/წ 14 ივლისს გაკეთებული განცხადება რომელშიც პრემიერ მინისტრის წარმოადგენელი, რუსული კომპანიების მხრიდან საქართველოს რკინიგზით დაინტერესებაზე ლაპარაკობდა.
როგორც ჩანს ეს დაინტერესება კონკრეტულ ქმედებაში გადაიზარდა და აგერ ქართული რკინიგა, რუსული ტურისტული მარშუტების ჩამონათვალს შეუერთდა. საინტერესოა რომელმა კომპანიამ დაუკვეთა კომპანიას ჩარტერული ტური თბილისში?
![]() |
| ფოტო მფლობელი კომპანიის ვებგვერდიდან შემადგენლობის პრეზენტაცია |






Комментариев нет:
Отправить комментарий