ერაყსა და სირიაში მიმიდინარე ომის გეოგრაფია შესაძლოა სხვა ქვეყნებზეც გავრცელდეს. თურქეთისა და ირანის საზღვრებთან ISIS - ის მიახლოება, რა თქმა უნდა სახიფათოა, თუმცა გასათვალსიწინებელია ისიც რომ ამ ქვეყნების არმიები, გაცილებით ძლიერები არიან ვიდრე ISIS - ის.
თირქეთი მობილიზიებულია და საკუთარი არმიის საუკეთესო შენაერთები უკვე სირიისა და ერაყის საზღვრებთან ჰყავს მობილიზებული. ბრძოლები მიმდინარეობს თურქეთის საზღვრის სიახლოვეს, ერაყელ ქურთებსა და ISIS - ის მებრძოლებს შორის. ჯერჯერობით ქურთი მოხალისეთა შენაერთები ინარჩუნებენ პოზიციებს და ჯეროვან წინააღმდეგობას უწევენ, სირიისა და სხვა მრავალ კონფლიქტში გამოწრთობილ ISIS - ის მებრძოლებს. ასევე ირანს მობილიზებული ჰყავს საკუთარი არმიის ელიტური შენაერთები ერაყის საზღვართან. ISIS - ის მხრიდან მუქარა ირანის მისამართითაც ხშირად ისმის, თუმცა მის უშუალო საზღვრებთან ჯერჯერობით შეტაკებები არ მიმდინარეობს.

დღეს დასავლურ მედიაში გამოჩნდა ინფორმაცია ლიბანის, ISIS - ის წინააღმდეგ კონფლიქტში ჩართვის შესაძლებლობის შესახებ. ანალიტიკოსების აზრით, ISIS - ი შეეცდება ლიბანის სუნიტურ მოსახლეობაში, საკუთარი მხარდაჭერა გააძლიეროს და შესაბამისად გამოიწვიოს შეიარაღებული კონფლიქტი შიიტურ "ჰეზბოლასა" და ლიბანელ სუნიტებს შორის. ლიბანელი სუნიტები ისედაც გაბრაზებულები არიან "ჰეზბოლაზე", მათი ასადისადმი გაწეული დახმარების გამო. ამ გაბრაზებას მაშინ შეიარაღებული დაპისპირება მოჰყვა, რელიგიური ფრთის წარმომადგენლებს შორის. "ჰეზბოლამ" შესძლო ამ კრიზისის დაძლევა და "დაამშვიდა" სუნიტები. ბოლო თვეების განმავლობაში ლიბანის სუნიტურ დასახლებებში კვალვ გამოჩნდა ISIS - ის შავი დროშები, რაც იმას ნიშნავს რომ მათი "რეკრუტები" წარმატებით მოქმედებენ ლიბანის ტერიტორიაზე.
ISIS - ის გაზრდილი აქტივობა ლიბანში, აფიქრებინებს ანალიტიკოსებს "ჰეზბოლას" კონფლიქტში ჩართვას. სხვა მოსაზღვრე ქვეყნებიდან ყველაზე მცირე რიცხოვანი და სუსტი არმია სწორედ ლიბანს ჰყავს, თუმცა მათი საბრძოლო გამოცდილება, ISIS - ის მებრძოლების გამოცდილებას არ ჩამოუვარდება. ლიბანში ISIS - ის გავლენის გაძლიერება, კიდევ იმით არის საშიში რომ მან შესაძლოა ხელი შეუწყოს სამოქალაქო ომის განახლებას, რომელიც 1990 წელს, 15 წლიანი სისხლისღვრის შემდეგ დასრულდა. ლიბანის არმიისა და "ჰეზბოლას" ძალები, ასევე განთავსებულია სირიის საზღვართან. რამდენიმე დღის წინ მათთან ვიზიტად იმყოფებოდა "ჰეზბოლას" ლიდერი ჰასან ნასრალა, რომელიც იშვიათად გამოდის ბუნკერიდან რომელსაც თავს აფარებს. ნასრალას ვიზიტი სირია-ლიბანის საზღვარზე, "ჰეზბოლას" მებრძოლების მიერ მოწყობილ პოზიციებზე, მათთვის მორალური მხარდაჭერის აუცილებლობით ახსნეს დასვლელმა ანალიტიკოსებმა. ბოლო დღეებში საზღვართან რამდენიმე შეტაკება მოხდა, რომლის დროსაც 8 ლიბანელი მებრძოლი დაიღუპა და რამდენიმე ტყვედ აიყვანეს. ლიბანის არმიის ნაწილი კი რომელიც სუნიტებით იყო დაკომპლექტებული, ISIS - ის მხარეს გადავიდა.
ტყვედ ჩავარდნილი მეომრებიდან რამდნიმეს დასჯა, ISIS - ის მებრძოლებმა ვიდეო კამერით გადაიღეს და გაავრცელეს, ლიბანის ხელისუფლებისადმი მოთხოვნის შემცველი ტექსტით, რომელშიც "ჰეზბოლას" ასადის დახმარების შეწყვეტისკენ მოუწოდებენ. დატყვევებულთა ნათესავებმა საპროტესტო აქცია გამართეს ბეირუთში, მთავრობის ოფისთან რამაც ნასრალას შეშფოთება გამოიწვია, რდგან არსებობს საფრთხე "ჰეზბოლას" იმიჯი სერიოზულად შეირყეს მოსახლეობის თვალში და მისი დაუმარცხებლობის მითი დაინგრეს.
ISIS - ის გამოჩენით მთელი ახლო აღმოსავლეთის პრობლემები, ერთიანად წამოტივტივდა და იმდენი სირთულე შეიქმნა რომ ერთდროულად ყველაფერთან გამკლავება, მხოლოდ დიპლომატიით შეუძლებელი გახდა. დედამიწის ამ წერტილში მაცხოვრებელი მოსახლეობის დიდი ნაწილი და განსაკუთრებით სუნიტური ნაწილი, ადვილი გადასაბირებელია ISIS - ისთვი, რაც მისთვის ცოცხალი ძალის პრობლემას პრაქტიკულად აგვარებს, რომელიც თავის მხრივ იმას ნიშნავს რომ კონფლიქტი რომელიც რამდენიმე თვის წინ დაიწყო, საკმაოდ ხანგრძლივი და სისხლისმღვრელი იქნება.

Комментариев нет:
Отправить комментарий