Страницы

суббота, 18 октября 2014 г.

რუსეთში დააკავეს უფლებადამცველი რომელიც სამხედროების უკრაინაში დაღუპვის ფაქტებს იკვლევდა!


სტავროპოლში 73 წლის უფლებადამცველი ლუდმილა
ბოგატენკო დააკავეს, რომელიც სტავროპოლის მხარეში "комитет солдатских матерей"-ის ადგილობრივ განყოფილებას "Матери прикумъя"-ს ხელმძღვანელობდა.
ორგანიზაციის ოფისში ჩხრეკა ჩატარდა, ხელმძღვაენლი კი წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოქთავსებული. ბოგატენკო "წვრთნებზე" სამხედროთა დაღუპვის ფაქტებს იკვლევდა.
მიმდინარე წლის აგვისტოს თვეში, ლუდმილა ბოგატენკომ რუსეთის პრეზიდენტიის ადმინისტრაციაში არსებულ, სამოქალქო საზოგადოების განვითარებისა და უფლებების დაცვის საბჭოს გადასცა მონაცემები, 2014 წლის 9-11 აგვისტოს, როსტოვის ოლქში ერთერთ პოლიგონზე დაღუპული სამხედროების შესახებ. საბჭოს წევრებმა მასალები გადააგზავნეს სამხედრო პროკურატურაში რათა დაწყებულიყო მოკვლევა სამხედროების დაღუპვის შესახებ, თუმცა ამ დრომდე პასუხი უფლებადამცველებს არ მიუღიათ. სამაგიეროდ განახლდა უფლებადამცველებზე ძალოვანი უწყებების ზეწოლა და ბოგატენკოს დაპატიმრება ერთერთი ასეთი ზეწოლის საუკეთესო ნიმუშია. 
დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ რომ რუსეთისთვის ძველი საბჭოური მეთოდებით "დისიდენტების" წინააღდმეგ ბრძოლა ისევ აქტუალურია და ამ მიმართულებით არაფერი შეცვლილა. არც შეიცვლება მანამ, ვიდრე რუსეთში მაშინდელი სპეცსამსახურების თანამშრომლები უმაღლეს პოლიტიკურ თანამდებობს იკავებენ და საკუთარი მიზნისაკენ ილტვიან. მათი მიზანი კი მხოლოდ ერთია, ეს არის ახალი საბჭოთა კავშირი, რომელიც გახდება ძალა NATO-სა და მთლიანად დასავლეთ ცივილიზაციის მოწინააღმდეგე. 
რუსებმა შესძლეს ის რომ უფლებადამცველების გახმაურებული მკვლელობებით ეს საქმიანობა ქვეყანაში უკიდურესად სარისკო გახადეს. ამიტომაც არის რომ რუსი უფლებადამცველების უმეტესობა ასაკიანია, თუმცა ეს არ აჩერებს რუსულ ძალოვან მანქანას და მათ განადგურებასაც არ ერიდება. 
უკრაინის კრიზის დაწყებისთანავე, მას შემდეგ რაც ცნობილი გახდა რომ რუსული არმია ჩაერთვებოდა ამ კონფლიქტში, უფლებადამცველებმა აქტიური მოქმედებები დაიწყეს და მაშინვე ითქვა რომ ისინი, ძალიან დიდი რისკის ფასად მოქმედებენ საკუთარი მოქალაქეების, უზარო ომში სიკვდილისგან დასახსნელად. თუმცა მათ ეს მაინც ვერ შესძლეს, სამაგიეროს შესძლეს ის რომ მსოფლიოს აცნობეს რუსი სამხედროების დაღუპვის შესახებ, უკრაინის ტერიტორიაზე და ამით პუტინის მტკიცებულებებს საფუძველი გამოაცალეს. 
ერთია როდესაც უკრაინიდან ისმის ბრალდება უკრაინის ტერიტორიაზე რუსული არმიის მოქმედების შესახებ და მეორეა როდესაც ამას თავად რუსეთიდან უფლებადამცველები აცხადებენ, თანდართული მასალითა და მტკიცებულებებით. 
73 წლის ლუდმილა ბოგატენკოს, თაღლითის იარლიყით საპატიმროში გამოკეტვა მხოლოდ იმ მიზეზით მოხდა რომ მან და მისმა ორგანიზაციამ პირველებმა გაავრცელეს ინფორმაცია რუსი სამხედროების დატყვევებისა და დაღუპვების შესახებ.
ლუბიანკაზე ავიწყდებათ რომ ეხლა 21-ე საუკუნე ადა არსებობს ინტერნეტი, რომლითაც ნებსიმიერი მოვლენა, წამში ვრცელდება მთელს დედამიწაზე და არავითარი მნიშვნელობ არ აქვს რა პოზიციას დაიკავებს ე.წ. "ოფიციოზი"!

Комментариев нет:

Отправить комментарий