Страницы

суббота, 18 октября 2014 г.

აფხაზეთის ანექსია - სად ვიყავით აქამდე?!

აფხაზეთში ვნებათა ღელვაა, რუსეთთან მოსალოდნელი გასაფორმებელი ხელშეკრულების გამო. ყოფილი პრეზიდენტის, ალექსანდრე ანქვაბის მხარდამჭერმა პარტია "ამცახარამ", დღეს განცხადება გაავრცელა, რომელიც  მთლიანად ხაჯიმბას ე.წ. მთავრობასა და რუსეთს შროსი გასაფორმებელ შეთანხმებას მიეძღვნა.
"სალამი ანქვაბისგან" ასე მონათლეს ეს მიმართვა აფხაზურ პრესაში, რომელიც ახლადარჩეული ე.წ. პრეზიდენტის მხარდამჭერად აპოზიციონირებენ საკუთარ თავს. პარტია "ამცახარას" განცხადების ძირითადი შეინაარსი კი ის იყო რაც პრაქტიკულად ჩვენმა პრემიერ მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.  აფხაზი სეპრატისტები, უკვე თვეზე მეტია განიხილავენ ამ საკითხს და მათ შორის პრინციპული შეთანხმება არსებობს იმაზე რომ რუსეთის მოკავშირეობა უნდა შეინარჩუნონ. თუმცა მასთან ურთირთობაში დილემის წინაშე აღმოჩნდნენ და არ იციან რა ქნან, რადგან წინასაარჩვნო დაპირებები, უკლებლივ ყველა საპრეზიდენტო კანდიდატს რუსეთთან ურთიერთობის გაღრმავებაზე ჰქონდათ აგებული და როგორც ჩანს, ამ შეთანხმების პროექტის შესახებ, მაშინვე იყვნენ ინფორმირებულნი. ხაჯიმბამ კი პუტინთან ვიზიტისას, უბრალოდ მიიღო დასრულები პროექტი, რომლის განხილვაც ახლა ხდება. ეს შეხსენება "ოპოზიციონერი" სეპარატისტებისთვის პრაქტიკულად ჩამჭრელია და მათგან ითხოვენ ალტერნატივას, რუსეთთან ამ ფორმით ინტეგრაციის სანაცვლოდ, რომელიც უზრუნველყოფს "აფხაზეთის" საქართველოსგან დაცვას. ხაჯიმბას მომხრეთა არგუმენტაცია ეფუძნება საქართველოში NATO-ს კონტიგენტის განთავსებას და მათგან მომდინარე "საფრთხეს"(?!) მოკლედ აფხაზი სეპარატისტები ერთმაენთთან პოლიტიკოსობანას თამაშობენ. რუსების ტაქტიკა გარკვეულია და ისინი ხაჯიმბას მიმართ, აფხაზეთის მოსახლეობის "ნდობის კრედიტის" გამოყენებას გეგმავენ, ჩვენთვის კი ქართველი პოლიტიკოსების "თამაშობებია" საინტერესო!
საოცარია რომ აფხაზი სეპარატისტების ნაწილისა და საქართველოს ხელისუფლების დამოკიდებულება, ნაწილობრივ ემთხვევა ერთმანეთს(?!) უბრალოდ სეპარატისტები ამის გამო, ქართველებთან შერიგებაზე სულაც არ ფიქრობენ. მათი მიზანი სხვაა და ის რაც მათ სურთ, რუსეთის პირობებში შეუძლებელია.
აქ მნიშვნელოვანი და ყველაზე საინტერესო სხვა რამ არის - რატომ მოხდა რომ საქართველოს ხელისუფლება ასე დაგვიანებით რეაგირებს ამ ყველაფერზე? პუტინთან ხაჯიმბას ვიზიტი, მიმდინარე წლის 28 აგვისტოს შედგა და მაშინვე გახდა ცნობილი ამ შეთანხმების შესახებ. მაშინ სად იყო საქართველოს ხელისუფლება? სად იყვნენ ის სახელმწიფო უწყებები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ამ მიმართულებაზე? რატომ არ იცოდნენ საქართველოს შესაბამისმა სამსახურებმა რომ ასეთი სახის შეთანხმება მზადდებოდა? დღევანდელი აფხაზური პრესის პუბლიკაციების მიხედვით, ირკვევა რომ ამ საკითხზე მოალაპარაკებები, ანქვაბის დროსაც მიმდინარეობდა და განიხილებიოდა აქტიურად, აფხაზ პოლიტიკოსებს შორის კულუარულად(?!)
ასევე კითხვა ჩნდება ოპოზიციის მიამრთ, მაშინ სად იყვნენ და რატომ არ ამოიღეს ხმა. კრემლის განცხადება ხომ სრულიად საჯარო იყო და როგორც მე გავიგე ისევე გაიგებდით თქვენც?!
  მინდა მჯეროდეს რომ საქართველოს ხელისუფლებამ წაუყრუა და კრემლში აგვისტოში გაკეთებული განცხადება, მორიგ ხანგრძლივი და დაუსრულებელი მოლაპრაკების პროცესად ჩათვალეს (ეს ყველაზე ოპტიმისტური ვერსიაა) და შესაბამისად რეაგირება არ მოახდინეს. თუ ეს ასე მაშინ საქართველოს მოისახლეობამ, კონკრეტული დასკვნა უნდა გააკეთოს  რომელიც მდგომარეობს შემდეგში - საქართველოს ხელისუფლებას ანალიტიკური სამსახურები არ ჰყავს და ღმერთმა უწყის რისი მიხედვით გეგმავენ საკუთარ პოლიტიკიას. თუ ასეთი რამ ხდება, ეს არის ქვეყნის წინაშე მდგარი #1 საფრთხე.
 არაფრის დიდებით არ მინდა ვიფიქრო რომ ამჟამინდელმა ხელისუფლება, რამენიარადმე შესულია გარიგებაში რუსეთთან, თუმცა საპისპირო მტკიცებულების საფუძველს, დღითიდღე ამყარებენ "მეოცნებეები".  წარმოუდგენელია ასეთი სიბეცე. წარმოუდგენელია დღეს ხელისუფლებაში არ იყოს ადმიანი, რომელიც რუსეთს სწორად აფასებს ან თუ შეფასების უნარი არ აქვს, უბრალოდ ახსოვს წინა წლების გამოცდილება - არაერთი მცდელობა, რუსეთთან დათმობებისა და ნდობის პოლიტიკის წამოწყების და მათი შედეგები.
კიდევ ერთი ძალიან ცუდი მომენტი ამ საკითხთან დაკავშირებით არის ის რომ "მეოცნებეების" ასე ხშირად დაკივლებული - "რუსები ნაციონალებმა შემოიყვანეს", შესაძლოა რუსების მიერ აფხაზეთის ანექსიის "გაპრავებას" მოხმარდეს და სწორედ ამიტომაც მიდიოდა მიზანიმართულად ამ ბრალდების მანტრასავით გამეორება.
მოკლედ დღეს ყველამ უნდა დავივიწყოთ პარტიული და პოლიტიკური სიმპათიები და ერთად უნდა დავდგეთ, ქვეყნის ისედაც დანაწევრებული ტერიტორიის დასაცავად. ოკუპანტის წინააღმდეგ ბრძოლა მხოლოდ ავტომატის ხელში ჭერას არ გულისხმობს. როდესაც ასეთ მნიშვნელოვან საკითხზე, ხელისუფლების მხრიდან, აშკარა საეჭვო "გულგრილობას" ვხედავთ, ზომები უნდა მივიღოთ. არ შეიძლება 31 წლის უვიცი ბიჭის იმედად დარჩეს ქვეყანა ასეთ მნიშვნელოვან და საშიშ დროს!

Комментариев нет:

Отправить комментарий