Страницы

суббота, 25 октября 2014 г.

რუსებმა მსოფლიოს დესტაბილიზება გადაწყვიტეს!

ბოლო დღეებში, რუსი მაღალი რანგის პოლიტიკოსების განცხადებები მოწმობს რომ კრემლში გადაწყვეტილი აქვთ მსოფლიოში გლობალური მაშტაბის დესტაბილიზაციის შექმნა.
პუტინის სოჭში წარმოთქმული სიტყვა და ზედ დამატებული ლავროვის განცხადებები სასიკეთოზე არ მოწმობენ. რუსული პოლიტიკის თავისებურებიდან გამომდინარე, როდესაც თავად რამეს აშავებენ, ცდილობენ სხვის და ამ კონკრეტულ შემთხვევაში, დასავლეთს გადააბრალონ. ასე იყო საქართველოს შემთხვევაში, 2008 წლის მოვლენების დროს, ასე არის უკრიანის შემთხვევაში და ასე იქნება ყველა სხვა შემთხვევაში, როდესაც კი რუსეთი საერთაშორის ნორმებისა და უსაფრთხოების პრინციპების დარღვევას გადაწყვეტს. ეს სტრატეგიაა რომელიც შიდა მოხმარებისთვის არის განკუთვნილი და საკუთარ მოსახლებაში ქმნის ილუზიას რომ მთელი დედამიწა, რუსეთის წინააღმდეგ არის მობილიზებული.
ეს ტრატეგია რუსეთმა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რამდენჯერმე გამოსცადა და წარსული (საბჭოთა) პროპაგანდის ჩარჩენილი გავლენის გამო, აღმოაჩინა რომ კვლავაც აქტუალური და მოქმედია. 
როდესაც რუსეთი ლაპარაკობს რომ ესა თუ ის "პარტნიორი" არღვევს ამა თუ იმ პრინციპს ან შეთანხმებას, უნდა ვივიარაუდოთ რომ რუსეთი აპირებს ამ ე.წ. "პარტნიორისთვის" პრობლემების შექმნას. 
ჩემთვის პუტინის სოჭის გამოსვლა ამ თვალსაზრისით ნიშანდობლივი იყო, რადგან მთელი შინაარსი მიმართული იყო დასავლეთის და კერძოდ აშშ-ს დადანაშაულებისაკენ, მსოფლიოში შექმნილი პრობლემების წარმოქმნაში. ეს ბრალდება ლავროვმა გააგრძელა და რა თქმა უნდა, ბალკანეთის კონფლიქტით დაიწყო. ბალკანეთის კონფლიქტი ხომ რუსების საყვარელი არგუმენტია დასავლეთის წინააღმდეგ, თანაც ამას ისე აკეთებენ რომ საკუთარ როლს ამ კონფლიქტიში არაფრისდიდებით არ  ახსენებენ, ისევე როგორც სხვა დანარჩენ კონფლიქტებსა და იმ პრობლემებში, რომელიც რუსულმა პოლიტიკამ მსოფლიო უსაფრთხოებას შეუქმნა, განსაკუთრებით ბოლო თვეების განმავლობაში. 
მარტო უკრაინის კრიზისი გამოდგება საბაბად რომ რუსეთს, კაცობრიობის წინაშე ჩადენილ დანაშაულად ჩაეთვალოს ის რაც ყირიმის ანექსიით გააკეთა. ამ ნაბიჯით თავად რუსეთმა მოშალა გლობალური უსაფრთხოების ის სისტემა, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ იქნა დამყარებული და ნაშენები დედამიწაზე. ბირთვული ამბიციების მქონე სახელმწიფოებისთვის რუსეთმა შექმნა არგუმენტი, რომელსაც დასაველთი ვერაფერს დაუპირისპირებს. ყოველგვარი საერთაშორისო გარანტია უაზრობად იქცა. მაგალითად ირანისთვის, რომელიც ბირთვულ მოლაპარაკებებში ერთერთ საკითხად ითხოვდა თავდაუსხმელობის გარანტიას. თითქმის ანალოგიური გარანტია ჰქონდა უკრაინას, რომლის ერთერთი მხარე თავად რუსეთი იყო, რომელმაც 90-იანებში მიცემული გარანტია დაივიწყა და უკრაინის ტერიტორია მიითვისა. 
მოკლედ რუსეთის ქმედება წააგავს დასაღუპად განწირული მხეცის მდგომარეობას, რომელიც გარშემო მყოფთ თავს ესხმის და ცდილობს სხვებიც დაღუპოს. 
ყველაზე ცუდი კი ის არის რომ რუსეთის მიერ მომზადებული, კატასტროფის პირველ ეტაპში, საქართველო ხვდება და პირველ რიგში პრობლემა, სწორედ რუსეთის ახლო სამეზობლოში დაიწყება. პარალელურად ვხედავთ რომ აღნიშული საფრთხის არაადკვეტური აღქმა აქვს, საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებას. აღნიშნულ არაადეკვატურობას კი ის მოჰყვება რომ ჩვენი ქვეყნის საზღვარზე მომდგარ, NATO-ს წევრი ქვეყნის მიმართ საზოგადოებაში დამოკიდებულებას აფუჭებენ და ქმნიან ილუზიას რომ რუსეთი არის ის ქვეყანა, რომელსაც ქვეყნის უსაფრთხოების დაცვის მოტივით უნდა ვეფეროთ. ამ ფერების პოლიტიკის პარალელურად კი რუსული გავლენის ძალები ახორციელებენ იმ პროვოკაციას, რომელიც დასავლეთისა და NATO-ს დისკრედიტაციას ისახავს მიზნად.
და ბოლო - ალბათ აქ უნდა გავიხსენოთ ის რომ საქართველოს მოსახლეობამ რეფერენდუმის გზით აირჩია ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრობა და ამ მიმართულებით, ნებისმიერი ხელისშემშლელი ქმედება, სახელმწიფო ინეტერესების ხელყოფად უნდა იქნას აღქმული!
ოფიციალური გვერდი


Комментариев нет:

Отправить комментарий