სეპარატისტულ აფხაზეთში არ ცხრება ვნებათაღელვა რუსეთთან თანამშრომლობისა და ინტეგრაციის შეთანხმების შესახებ.
შეთანხმების განხილვა აქტუალურია და თითქმის ყველა პუბლიკაცია, რომელიც ამ ბოლო დღეებში სეპარატისტულ მედიაში ქვეყნდება, ამ თემას ეძღვნება.
შეთანხმების განხილვა აქტუალურია და თითქმის ყველა პუბლიკაცია, რომელიც ამ ბოლო დღეებში სეპარატისტულ მედიაში ქვეყნდება, ამ თემას ეძღვნება.
ერთი ძირითადი საკითხი, რომელზეც ყველა თანხმდება არის ის რომ შეთანხმების ის პროექტი რომელიც გამოქვეყნდა, აფხაზებისთვის მიუღებელია რადგან პროექტის ათზე მეტი პუნქტი, აფხაზი საზოგადოების აზრით, აფახეთის ე.წ. "სუვერენიტეტის" შეზღუდვას ემსახურება.
აფხაზები გაურკვევლობაში აღმოჩდნენ. ვერ გაიგეს რისთვის დაუწყეს ომი დანარჩენ საქართველოს და თავს მოტყუებულად გრძნობენ. მცირე ნაწილში მაგრამ მაინც, გამოჩნდა მოსაზრება რომ "ქართველებთან" ომი, რუსეთთან შეერთების გამო თუ წამოიწყეს, მაშინ ძალიან დიდი შეცდომა დაუშვიათ და ეხლა ხაჯიმბას ამ ავანტურას ეჭვის თვალით უყურებენ.
ხაჯიმბამ კი დახმარებისთვის რუსი პოლიტტექნოლოგებისა და ექსპერტების მობილიზება მოახდინა და აფხაზური პრესა აჭრელებულია ათასი ჯურის "რუსი პროფესორებისა" თუ "ექსპერტების" ინტერვიუებით, რომლებიც "ჭკვიანი" და გაუგებარი ტერმინებით, უმტკიცებენ აფხაზებს რომ ეს შეთანხმება მათი გადარჩნის ერთდერთი გზაა. შესამჩნევია რომ ყოველი მათგანი, აქცენტს აკეთებს ხაჯიმბას "კეთილშობილურ" დამოკიდებულებაზე და აცხადებენ რომ მან, განსხვავებით წინა ხელისუფალთაგან, "ფარულად" შეთანხმების გაფორმებას, სახალხო განხილვა ამჯობინა და ამით მინიმუმამდე დაიყვანა ის შესაძლო პოლიტიკური კრიზისი, რომელიც შეეძლო შეთანხმების "ფარულად" გაფორმებას გამოეწვია.
გუშინ სეპარატისტული აფხაზერთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა ვიაჩესლავ ჩირიკბამ, აფხაზ საზოგადოებას ამცნო რომ რუსეთთან აღნიშნული შეთანხმების გაფორმება, ნაკარნახევია საქართველოს აგრესიული პოლიტიკით. ჩირიკბა რუსი ექსპერტების მსგავსად, აფხაზ საზოგადოებას საქართველოს NATO-ში წევრობის სურვილით აშინებს და რუსეთის სამხრეთის საზღვრების დაცვის აუცილებლობით ხსნის აღნიშნული შეთანხმების გაფორმების აუცილებლობას. აფხაზები როგორც რუსეთთან ვალში მყოფთ, მოუწოდებს მოსახლეობას გაიაზრონ რისკები, რომელიც "საქართველოდან" და დასავლეთიდან მოდის(?!)
მოკლედ აფხაზებს აშინებენ საქართველოს დასავლეთთან ინტეგრაციის სურვილით და სავარაუდოდ ის პროპაგნდისტული მეთოდი მუშაობს, რომლითაც აქ თბილისში, პრორუსი აქტივისტები აშინებენ ქართველებს, ბალკანეთის ომის კადრების გამოყენებითა და ახლო აღმოსავლეთის მოვლენების კონსპიროლოგიური თეორების მოყოლით.
ის რაც რუსეთმა აფხაზეთის მიმართულებით წამოწყო, 2008 წლის მოვლენების შემდეგ ყველაზე დიდი საფრთხის შემცველი მოვლენაა. საქართველოს საზოგადოებას, ეხლა ყველაზე მეტად მართებს კონსოლიდაცია და ერთად დგომა. ამ საფრთხეს კიდევ უფრო ამძაფრებს ეს წამოწყებული შიდა დაპირისპირება, რომლის ინსპირირება შიდა პრობლემებით ნამდვილად არ არის განპირობებული და ამ პროცესს კონკრეტული მიზანი აქვს, რომელიც ჩვენი ქვეყნის არცერთი მოქალაქის ინტერესებში არ შედის.
![]() |
| ოფიციალური გვერდი |


Комментариев нет:
Отправить комментарий