Страницы

воскресенье, 26 октября 2014 г.

ერაყში საავიაციო იერიშის შედეგად 24 ჩეჩენი მოკლეს!

რუსული მედია ავერცელებს ინფორმაციას ერაყში, ქალაქ ფალუჯასთან ახლოს, საავიაციო დარტყმის შედეგად დაიღუპა 24 ჩეჩნი მებრძოლი რომლებიც ISIS-ს მხარეს იბრძოდნენ. აღნიშნული ინფორმაცია ერაყის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელდა,
რომელიც თავის მხრივს ამტკიცებს რომ ინფორმაცია სანდო სადაზვერვო წყაროებიდან აქვთ მიღებული.
სამინისტროს წარმომადგენლის მიერ გავრცელებული იფორმაციით, საავიაციო იერიში მიტანილი იქნა ასაფეთქებელი ნივთიერებით გავსებულ, ცყალმზიდ ცისტერნაზე, რომლითაც ტერორისტები ქალაქის წყალმომარაგების სათაო ნაგებობის აფეთქებას გეგმავდნენ. სამინისტროს წარმომადგენლის თქმით ავია იერიში გუშინ 24 ოქტომბერს იქნა მიტანილი და უკვე დადასტურებულია ინფორმაცია რომ იერიშის შედეგად, დაღულია 24 ჩეჩენი ეროვნების მებრძოლი.
ორი დღის წინ ISIS-მა გაავრცელა ინფორმაცია რომ ფრონტის ყველა მიმართულებაზე ააქტიურებდა შეტევებს, თუმცა ასეთი აქტივობის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. შეტაკებების შესახებ ცნობები ისევ იმ ადგილებიდან ვრცელდებოდა, სადაც წინა დღეებში ისედაც მიმდინარეობდა ბრძოლები.  
ოფიციალური გვერდი

Комментариев нет:

Отправить комментарий