თბილისში ატეხილმა აურზაურებმა და შიდა პოლიტიკურმა ინტრიგებმა, საერთოდ დაგვავიწყა ოკუპირებული ტერიტორიები. აფხაზეთში ე.წ საპრეზიდენტო არჩევნების გამართვამ, ოდნავ გაგვამიხვილებინა ყურადღება და ამის შემდეგ არაფერი არ გაგვიგია რა ხდება იქ.
არადა ბოლო მოვლენები, რომელიც თბილისში ვითარდება, გარკვეულწილად ამ საკითხთანაც არის კავშირში, რადგან პროცესების მართვის სადავეები რუსეთამდე მიდის, ხოლო საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების უნიათო თუ კოლაბორაციონისტული დამოკიდებულების გამო, პროცესებზე გავლენას ვერ ან არ ახდენს. როდესაც მსჯელობენ პოლიტიკოსები ტელევიზიის სტუდიებში და "რუსეთუმე ელემენტებზე" ამბობენ კრემლის აგენტები, რუსეთის მე-5 კოლონა და ა.შ. რიგით მაყურებელს წარმოდგენა ექმნება რომ ეს ადამიანები თუ კი მართლაც რუსეთის აგენტები არიან, მხოლოდ მოსკოვში ვიზიტებისა და იქ უშუალო კონტაქტების წყალობით მოქმედებენ. ამ ყველაფერში არავის უხსენებია და არ გახსენებია ის რომ კრემლის შეიარაღებული ძალები და შესაბამისად მათი სადაზვერვო თუ სხვა სახისა და ფუნქციის სპეცსამსახურები, თბილისიდან რამდენიმე კილომეტრში დგანან და გარდა იმისა რომ პირდაპირ სამხედრო საფრთხეს წარმოადგენენ, ასევე ქვეყნის შიდა პოლიტიკურ პროცესებში ჩარევის საფრთხესაც წარმოადგენენ, რომელიც რატომღაც არავის ადარდებს და არავინ არ აქცევს ყურადღებას იმას რომ ოკუპანტის მხარდამჭერმა ელემენტებმა, მოუმატეს ლაპარაკს დესტაბილიზაციასა და შეიარაღებულ რაზმების შექმნის შესახებ. ამ კონტექსტში არავითარი მნიშვნელობა არ აქვს თუ ვის ბრალდება ამ შეიარაღებული დაჯგუფებების შექმნა, რიგითი ობივატელისთვის ძალიან ძნელი დასადგენი იქნება ვინ რას და რატომ ქმნის. თავისუფლად შეიძლება ოკუპირებული ტერიტორიიდან შემოვიდეს ქვეყნის დანარჩენს ტერიტორიაზე რომელიმე დივერსიული ჯგუფი და მოაწყოს ისეთი სისხლისღვრა რომ მტყუან-მართალის გარჩევის საშუალება აღარავის ექნება. მერე ისევ ისტერიკა ატყდება ურთიერთბრალდებით და ამასობაში კი ისევ ქართველი ბიჭები უნდა გაწყდნენ...
ეს არის საფრთხეთაგან უპირველესი და ამაზე ყოველი ჩვენთაგანი უნდა დაფიქრდეს, მიუხედავად პოლიტიკური პარტიის კუთვნილებისა თუ სიმპათიისა.
გარდა ზემოთქმულისა, ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ ინფორმაციის სიმწირე მათ მიამრთ საზოგადოებაში და განსაკუთრებით ახალგაზრდებში, გაუცხოვებას იწვევს. იქ მიმდინარე პროცესებს, როდესაც 3-6 თვეში ერთხელ უბრუნდება ყურადღება, კონტექსტი დაკარგულია და იმ პროცესების აღქმა ხდება როგორც "სხვაგან" მიმდინარე პროცესისა, რომელიც მასთან არავითარ კავშირში არ არის. სხვათა შორის წინა ხელისუფლების დროსაც მქონდა ეს დისკომფორტი რომ ოკუპირებული ტერიტორიებიდან და მათ მიმდებარე ზონებიდან ინფორმაცია ძალიან მწირი იყო, ეს ტრადიცია შენარჩუნებულია ეხლაც. მაგალითისთვის - რამდენმა ჩემმა მკითხველმა იცის თუ რა ღონისძიებები ტარდება საქართველოს ძალოვანი უწყებების მხრიდან და ვინ იცავს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მცხოვრებ მოსახლეობას?!
რატომღაც საინფორმაციო სააგენტოები და ცალკეული ჟურნალისტები ელიან რომ რომელიმე ოკუპირებულ ტერიტორიაზე, რაღაც სენსაციური და "მნიშვნელოვანი" მოხდეს, მნიშვნელოვნად არ თვლიან იმას რომ დანარჩენი საქართველოს მოსახლეობამ იცოდეს მაგალითად ოჩამჩირეში ან ჯავაში არსებული პრობლემები ან განწყობები. ბოლოს როდის მოისმინეთ ინფორმაცია მაგალითად ბიჭვინთის შესახებ?!
საქართველოს საინფორმაციო სივრცეში ასეთი დუმილი ისეთ წარმოდგენას ქმნის თითქოს იმ ტერიტორიებზე სოიცოცხლე გაჩერდა და არაფერი არ ხდება. მერე მომავალ თაობას ვეღარ მოვთხოვთ რომ ახსოვდეთ აფხაზეთი და სამაჩაბლო თუ დღეს არ ჩაუყარეთ მათ განწყობებს საფუძველი. სკოლებში არავითარ ინფორმაციას არ აძლევენ ამ მოვლენების შესახებ ბავშვებს, ტელევიზიით ამას ვერ ხედავენ და ნუ დავტვებთ ამ საკითხს ასე ბედის ანაბარა. ინფორმაციას უდიდესი ძალა აქვს და ის რომ ჩვენ ბრძოლა კიდევ მოგვიწევს დღევანდელი ტაობის ინფორმირებულობაზე იქნება დამოკიდებული ამ ბრძოლის შედეგი. ისინი ვერ იბღძოლებენ თუ კი არ ქნებათ განცდა რომ საკუთარს იცავენ და იბრუნებენ. ნუ დავივიწყებთ ოკუპაციას და წართმეულ მიწებს. დავძლიოთ ეს კომპლექსი და გავხადოთ საკითხი ყურადიც და კითხვადიც, ეს კარგად შეძლიათ მედია საშუალებებს და აიღეთ თქვენს თავზე ეს ფუნქცია!

Комментариев нет:
Отправить комментарий