მოხალისეთა ბატალიონ "ОУН"-ის მეთაურის ბორის გუმენკოს განცხადებით, ბატალიონის შტაბში შევიდა სადაზვერვო ინფორმაცია, რომლის თანახმად რუსეთის ტერიტორიიდან, უკრაინის
ტერიტორიაზე შევიდა ორი რუსული პოლკი, რომელთა ამოცანაც დღეს ღამით დონეცკის აეროპორტზე შეტევის განხორციელებაა.
გუმენკოს განცხადებით, უკრაინის ტერიტორიაზე შესული პოლკები არიან ВДВ-ს 45-ე პოლკი "Кубинка" რომლის დისლოკაციის ადგილიც მოსკოვია და რიაზანის საჰაერო-სადესანტო 137-ე პოლკი. გუმენკოს ინფორმაციით რუსული პოლკები ამაღამ დონეცკის აეროპორტზე შტურმისათვის ემზადებიან. როგორც მეთაურმა განაცხადა აღნიშნული ინფორმაცია სამი დამოუკიდებელი წყაროსგან მიიღეს და ამიტომაც მიაჩნია რომ ინფორმაცია სანდოა. თუმცა უკრაინის არმიის გენერალურ შტაბს სთხოვს გადაამოწმოს ეს ინფორმაცია, დაადასტუროს ან უარყოს. მისი თქმით, თუ დადასტურდა აღნიშნული ინფორმაცია, მაშინ საჭიროა შესაბამისი ზომების მიღება და შეიარაღებული ძალების სრულ საბრძოლო მზადყოფნაში მოყვანა, მთელს ფრონტზე.
გუმენკო აცხადებს რომ მისი ბატალიონი დონეცკის აეროპორტიდან 300 მეტრში, სოფელ პესკთან დგას და მარჯვენა ფლანგს უმაგრებენ აეროპორტის დამცველებს. თუმცა მისივე თქმით, მის ბატალიონს თავისი ბრძოლა აქვს და ვერ შესძლებს მასირებული შეტევის შემთხვევაში, ტერიტორიაზე გამაგრებული ნაწილების დახმარებას, თუმცა გაქცევასა და პოზიციების მიტოვებას არავინ აპირებს.

Комментариев нет:
Отправить комментарий