Страницы

среда, 15 октября 2014 г.

ლუგანსკის ოლქში ტერორისტებმა ორი ბლოკპოსტი ალყაში მოაქციეს!

ვრცელდება ინფორმაცია რომ ლუგანსკის ოლქში, დასახლებულ პუნქტ ბახმუტასთან, ალყაშია მოყოლილი ორი უკრაინული ბლოკპოსტი, რომელზეც ჯამში 112 მებრძოლი იმყოფებოდა. უკრაინელ სამხედროებს ალყა ე.წ "Войска донского"-ს "ბოევიკებმა" შემოარტყეს, რომლის განკარგულებაშიც 20-მდე ტანკია.
კაზაკები, ბლოკპოსტების მახლობლად ტყის მასივში არიან გამაგრებულები და იქიდან აწარმოებენ ცეცხლს, უკრაინის ნაციონალური გვარდიის ბლოკპოსტების მიმართულებით. გავრცელებული ინფორმაციით უკრაინელების მხარეს არიან დაჭრილების და დაღუპულები, ასევე დანაკარგებია ტექნიკაში. აფეთქებულია ერთი ჯავშანტრანსპორტიორი. ვრცელდება ინფორმაცია რომ ტერორისტებმა ტყვეებიც აიყვანეს - დაჭრილი და კანტუზირებული მებრძოლები ტყვედ აიყვანეს, ასევე ტყვეობაშია აყვანილი ერთერთი ბატალიონის მეთაური.
ალყაში მოქცეულთა დახმარება ვერ ხერხდება, იმ მიზეზით რომ კაზაკებმა მისასვლელ გზებზე, მძიმე ტექნიკა ჩააყენეს და ესვრიან ყველაფერს რაც კი მოძრაობს, ბლოკპოსტების მიმართულებით.
აღნიშნული ინფორმაცია გაავრცელა ლუგანსკის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის გენადი მასკალის პრეს ცენტრმა, საკუთარი უწყების ვებგვერდზე. გავრცელებული განცხადების თანახმად წუხელ ასევე თავდასხმა მოხდა პაპასნიასკის რაიონში, ერთერთ ბლოკპოსტზე, რომელის დროსაც ერთი უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე დაიჭრა. 
საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის შეფასების მდგომარეობა კრიტიკულია. ეუთოს წარმომადგენელები ტელეფონით დაუკავშირდნენ ე.წ ЛНР-ს წარმოამადგენლებს, თუმცა მათი განცხადებით კაზაკები მათ არ ემორჩილებიან და ვერ აკონტროლებენ მათ ქმედებებს.
როგორც ჩანს რუსეთის გენშტაბში, უკრაინის არმიის წინააღდმეგ ბრძოლის ახალი ტაქტიკა შემუშავდა და ეს ტაქტიკა, სწორედ ასეთი "დაუმორჩილებელი არმიების" მეშვეობით ბრძოლაში გამოიხატება. ბოლო დროს, განსაკუთრებით მას შემდეგ რაც ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას მოეწერა ხელი მინსკში, მომრავლდა "დაუმორჩილებელ არმიათა" თვითნებობის შემთხვევები. 

Комментариев нет:

Отправить комментарий