Страницы

понедельник, 13 октября 2014 г.

პოროშენკომ თავდაცვის მინისტრი გაანთავისუფლა!

ცნობილი გახდა რომ უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ, ქვეყნის თავდაცვის მინისტრი ვალერი გალათეი თანამდებობიდან გაანთავისუფლა. მინისტრმა განთავისუფლების განცხადებით, პრეზიდენტს დღეს მიმართა და პრეზიდენტმაც დღესვე დაუმტკიცა.
ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ასევე გავრცელდა პოროშენკოს განცხადება, რომლშიც ის აღნიშნავს რომ მოვიდა დრო, თავდაცვის ხელმძღვანელობის ცვლილების. პრეზიდენტის განცხადებით ის ახალ მინისტრს, 14 ოქტომბერს წარუდგენს რადის დეპუტატებს და იმედი აქვს რომ დეპუტატები, უპრობლემოდ დაამტკიცებენ მის მიერ წარდგენილ კანდიდატს. მისი თქმით, ეხლა არ არის პოლიტიკური გარჩევების დრო, მით უმეტეს თავდაცვის სფეროსთან დაკავშირებით.
ოდნავ მოგვინებით გავრცელდა დონეცკის აეროდრომში გამაგრებული მებრძოლების კომენტარები, მინისტრის განთავისუფლების შესახებ, რომელშიც ისინი გალათეის წასვლას ლოგიკურს უწოდებენ. 
ილოვაისკში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ, სადაც უამრავი უკრაინელი ჯარსიკაცი დაიღუპა და კიდევ უფრო მეტი ტყვედ ჩავარდა, მინისტრი გალათეის მიმართ, საზოგადოებაში ნეგატიური განწყობა ჩამოყალიბდა. ილოვაისკის ალყიდან გადარჩნილი მებრძოლების მხრიდან, ხშირი ისმოდა ბრლდება, თვადაცვის უმაღლესი ხელმძღვანელობის მიმართაც. რამდენიმე დღის წინ კი უკრიანულ მედიაში ალაპარაკდნენ ინფორმაციის შესახებ, რომელიც ხელმძღვანელობას ჰქონია, თუმცა არავითარი რეაგირება არ მოუხდენიათ. უკრინაული შენაერთებისათვის ალყის შემორტყმის შესახებ ინფორმაცია ასევე ჰქონია, აწ უკვე ყოფილ თავდაცვის მინისტრს. სავარაუდოდ ამ ინფორმაციის გავრცელება და საერთო ნეგატიური დამოკიდებულება გახდა, მინისტრის განთავსიფულების მიზეზი. 

Комментариев нет:

Отправить комментарий