მოლდოვა აცხადებს რომ ბოლო ორი კვირის განმავლობაში, ქვეყანაში შესვლაზე უარი უთხრეს 30-მდე სპორტული აღნაგობის ახალგაზრდა მამაკაცს, რომლებიც მოლდოვური მხარის განცხადებით, რუსეთის არმიის კადრის ოფიცრები არიან.
გავრცელებული ინფომაციით ბოლო დროს მოლდოვეთში გახშირებულია ასეთი ადამიანების ვიზიტები და ამის გამო ქვეყნის ხელმძღვანელობა შოშფოთებულია. მოლდოვური მხარე რუსთს სთხოვდა, სამხედროთა ვიზიტების შესახებ წინასწარ ეცნობებინა მათთვის, მაგრამ მიუხედავად შეთანხმებისა, რუსეთი თავს არიდებს ასეთი შეტყობინებების გაკეთებას და ცდილობს "არალეგალურად" შეიყვანოს ქვეყნის ტერიტორიაზე საკუთარი სამხედრო ოფიცრები. რაც რა თქმა უნდა შეშფოთების საფუძველია, განსაკუთრებით უკრაინის კრიზისის გამოცდილების გათვალისწინებით.
ამ დროისთვის მოლდოვის ტერიტორიაზე, რუსული არმიის 1500 კაციანი კონტიგენტია განთავსებული.
აღნიშულის შესახებ განცხადება მოლდოვეთის ვიცე-პრემიერმა ევგენი კარპოვმა გააკეთა. მისი განცხადებით " საეჭვო ტურისტების" საბოლოო დანიშნულების პუნქტი სეპარატისტული პრიდნესტროვიაა.
უკრიანის კრიზისის დაწყებიდან მოლდოვამ ქვეყანაში შესვლის პრინციპები შეცვალა და ყველა მსურველი, კიშინოვის საერთაშორის აეროპორტით უნდა ჩავიდეს მოლდოვაში.
ასეთი ინფორმაციები და ის აქტივობები რომლიც ბოლო კვირების განმავლობაში ვრცელდება ლიტვიდან და მოლდოეთიდან, ქმნის ისეთ კონტექსტს რომ რუსეთი ემზადება უკრაინაში "დაწყებული" საქმის გასაგრძელებლად.

Комментариев нет:
Отправить комментарий