Страницы

среда, 8 октября 2014 г.

საჰაერო ინციდენტი ბალტიის ცაში!

შვედური საინფორმაციო სააგენტოები იტყობინებიან რომ ბალტიის ზღვის ნიტრალური წყლების საჰაერო სივრცეში, ინციდენტი მოხდა რუსული და შვედურ თვითმფინავების მონაწილეობით. შვედი სამხედროების განცხადებით, რუსული ბომბდამშენი საშიში მანძილზე მიუახოლოვდა შვედურ სადაზვერვო თვითმფრინავს. ფრენის
საერთაშორისო ნორმების თანახმად, რუსულ თვითმფრინავს 50 მეტრზე უფრო ახლოს მიახლოების უფლება არ ჰქონდა, მაშინ როდესაც ის შვედურ თვითმფრინავს 10 მეტრის მანძილზე მიუახლოვდა. რუსული ბომბდამშენი სრულად იყო შეიარაღებული და გარკვეულწილად ამის დემინსტრირებას ახდენდა.
შვედური გამოცემა ინციდენტისას გადაღებულ ფოტოსაც აქვეყნებს რომელშიც კარგად ჩანს რუსული თვითმფრინავი და მასზე დამაგრებული რაკეტები. 


ბოლო ორი თვის განმავლობაში გახშირდა ინციდენტები რუსული ავიაციის მონაწილეობით და განსაკუთრებული აქტივობა, სწორედ ბალტიის ზღვაში შეიმჩნევა. ასევე იყო ინციდენტები იპონიასა და აშშ-სთან. როდესაც რუსული სადაზვერვო თვითმფრინავები თუ სტრატეგიული ბომბდამშენები, აშშ-ს საჰაერო სივრცეს საშიშ მანძილზე მიუახლოვდნენ.  თუმცა აქტიურობა მაინც უფრო ბალტიის ქვეყნების საჰაერო სივრცეში შეინიშნება. 
რუსეთი აგრესიულია და ცდილობს საკუთარი შეხედულებების მიხედვით შემოხაზულ "გავლენის სფეროს" საზღვარში, "არასასურველ სტუმრებს" საკუთარი მნიშვნელობისა და ძალის დემონსტრიტრება მოუწყოს.
საინტერესოა სადამდე მიუშვებენ რუსეთს და რა ამოცანების გადაჭრას ემსახურება ასეთი ინციდენტები, რომელსაც შემთხვევითს ვერასგზით ვერ დავარქმევთ. ნებისმიერი ასეთი ინიციდენტი ხომ კარგად გააზრებული ნაბიჯია რომელიც, მონაწილე მხარესთან უერთიერთობების გართულებასა და დაძაბულობის მატებას ნიშნავს? რატომ დგავს ამ ნაბიჯებს რუსეთი? 

Комментариев нет:

Отправить комментарий