Страницы

среда, 8 октября 2014 г.

"ისალმური სახელმწიფო" თურქეთის საზღვართან ბრძოლებს აწარმოებს!

ISIS-ის მებრძოლებმა გუშინ საღამოს, თურქეთის საზღვართან მდებარე ძირითადად ქურთებითა და სომხებით დასახლებული ქალაქი კობანი დაიკავეს. ინეტრნეტით გავრცელდა ფოტოები რომელზეც ასახულია ისლამური სახელმწიფოს აღმართული დროშები ქალქის განაპირა ნაგებობებზე.
ქალაქისთვის ბრძოლები 3-4 დღის განმავლობაშ მიმდიანრეობდა, თურქეთმა საზღვის გაძლიერების მიზნით მძიმე ტექნიკა გადაისროლა და განათავსა საზღვის გასწვრივ რომელიც უშუალოდ ქალქის სიახლოვეს გადის, თუმცა ბრძოლებში არ ჩართულა. ქურთულ ფორუმებზე იწერებოდა თურქული არმიის უმოქმედობის კრიტიკა. დღეს გავრცელდა ინფორმაცია რომ ისლამური სახელმწიფოს ბოევიკებმა ფრანცისკანელი მოძღვარი და ოცამდე ქრისტიანი გაიტაცეს, ცოტა მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია სომეხი და ქურთი მშვიდობიანი მოსახლის გატაცების შესახებ. მათი ბედი ამ დრომდე გაურკვეველია. სიტუაციის ასეთი გართულების გამო საერთაშორისო ძალების გადაწვეტილებით საჰაერო იერიში მიეტანათ ISIS-ის მებრძოლების თავშეყრის ადგილებში, ქალქის შემოგარენში. ქურთი მებრძოლების მიერ გავცრელებული ინფორმაციის თანახმად ქალაქზე მთლიანად კონტროლი ISIS-ის "ბოევიკებს" არ აქვთ დამყარებული, ისინი მხოლოდ ქალქის სამხრეთით, ცალკეულ შენობებს აკონტროლებენ. საჰაერო იერიშის შრედეგად თავდამსხმელებმა უკან დაიხიეს, თუმცა ეს ინფორმაცია ჯერ ოფიციალურად არ დადასტურებულა (წყარო).
ISIS-ის აქტიურობის საპასუხოდ თირქეთმა შესაბამისი ზომები მიიღო და გაკეთებული განცხადებების მიხედვით მზად არის სამხედრო ოპერაციის დასაწყებად. დღის ბოლოს გავრცელდა თურქეთის პრეზიდენტის ერდოღანის განცხადება სახმელეთო ოპერაციის დაწყების აუცილებლობის შესახებ. ეს განცხადაება ერდოღანმა ქვეყნის სამხრეთით, სირიელ დევნილთა ერთერთ ბანაკში გამოსვლისას გააკეთა და აქვე პირობა დადო რომ ის დაიცავს ოსმანეთის იმპერიის დამაარსებლის შახი სულეიმანის საფლავს, რომელიც სირიის ტერიტორიაზე მდებარეობს. 
თურქეთის პრეზიდენტის განცხადებები, დასავლეთისადმი კრიტიკის ფორმით იყო გამოთქმული რომ ვერ ხერხდება შეთანხმების მიღწევა, სახმელეთო ოპერაციის დაწყების შესახებ, მისი თქმით საჰაერო დარტყმები სახმელეთო ოპერაცისს გარეშე ნაკლებად ეფექტურია. 
შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, თურქული არმია ალბათ უახლოეს დღეებში ჩაერთვება ISIS-ის წინააღმდეგ ოპერაციაში, საკუთარი არმიით. ამისთვის ყველა პირობა შექმნილია, საკანონმდებლო დონეზეც და სამხედრო თვალსაზრისითაც.


Комментариев нет:

Отправить комментарий