Страницы

воскресенье, 12 октября 2014 г.

რუსული ახალგაზრდული "დესანტი" ლიტვაში!

გასული კვირის ერთერთი მნიშვნელოვანი საკითხი რომელიც ლიტვაში განიხილებოდა, იყო ლიტველი სკოლის მოსწავლეების რუსეთში, ერთერთ გასამხედროებულ ბანაკში "დასვენება". ლიტვის განათლების მინისტრის განცხადებით ის შეშფოთებულია ამ ინფორმაციით რადგან, ის ბანაკი რომელშიც
ლიტველი მოსწავლეები იმყოფებოდნენ, მთლიანად რუსი ნეონაცისტების ხელშია. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, მინისტრი დაინიუს პავალკისი პარლამენტში იყო დაბარებული განმარტების გასაკეთებლად, სადაც მინისტრმა განაცხადა რომ შეშფოთებულია ლიტველი, ეთნიკურად რუსი ახალგაზრდობის მსგავს ბანაკებში ვიზიტებით. მისი თქმით ინფორმაცია ამის შესახებ მან ერთი თვის წინ მიიღო, თუმცა ვერანაირ რეაგირებას ვერ ახდენს რადგან სამინისტრო ვერ ერევა სკოლის საქმეებში და ასეთი კონტროლის ფუნქცია არც აქვს სამინისტროს. სკოლები ავტონომიურები არიან ასეთ საკითხებზე გადაწყვეტილების მიღებაში.

მთელი ეს სკანდალი გამოიწვია სოფი კოვალევსკის სახელობის სკოლიდან, ამავე სკოლის პედაგოგის რომან აბრამოვის ორგანიზებით, მოსწავლეების წაყვანამ ე.წ. ახლგაზრდულ ბანაკ "Союз"-ში. მინისტრის განცხადებით ასეთი ბანაკების მონაწილეთა ნაწილი, შემდეგში რუსულ არმიაში სამსახურს ამჯობინებს რადგან, ამ ბანაკებში ხდება მათში ნაციონალიზმის გაღვივება და მოწოდებები ისტროიულ სამშობლოში დაბრუნებასა ან მის უპირატესობაზე, მთელს პოსტსაბჭოთა სივრცეზე. მინისტრის თქმით, მათ კი აქვთ დაწყებული საკუთარ უწყებაში გამოძიება მაგრამ საჭიროა უფრო სერიოზული ნაბიჯების გადადგმა და ამ საკითხით, ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურების დაინტერესება. მინისტრმა ასევე მოახსენა დეპუტატებს რომ რმდენიმე დღის წინ, მიიღო სხვა რუსული სკოლის დირექტორის წერილი, რომელიც აღშფოთებული იყო ამ საკითხისადმი ლიტველების ასეთი დამოკიდებულებით. პავალკისმა შედარებაც გააკეთა და დეპუტატებს შესთავაზა წარმოედგინათ რომ ასეთი შინაარსის წერილი მიეწერა რუსეთის რომელიმე სკოლის დირექტორს, რუსეთს განათლების მინისტრისთვის. ის დარწმუნებულია რომ მეორე დრეს ასეთი დირექტორი სამსახურს დაკარგავდა. მაგრამ თავად არ აპირებს რუსული მეთოდების კოპირებას და არ შექმნის ეთნიკურ ნიადაგზე დაპისპირების საფუძველს ლიტველებსა და ეთნიკურად რუსი ლიტვის მოქალაქეებს შორის.
ფაქტია რომ ლიტვა დონბასის კრიზისის სცენარის განმეორების ერთერთი ყველაზე რეალური კანდიდატია, იქ არსებული ეთნიკური რუსების რაოდენობის გამო. ამაზე არაერთხელ თქმულა რუსულ მედიაში და უკრაინის კრიზისის პარალელურად, შეინიშნება ამ მიმართულებით რუსეთის აქტიურობა. არაა გამორიცხული, რუსეთმა ამ საკითხის განხილვა გამოიყენოს როგორც ეთნიკურად რუსი მოსახლეობის დისკრედიტაციის ერთერთი მაგალითი და დაიწყოს სეპარატიზმის წახალისება ლიტვაშიც. 
ამ მხრივ ნიშანდობლივია რომ რუსი ტერორისტები რომლებიც უკრაინაში იბრძვიან, მომავალი "გასანთავისუფლებელი" ქვეყნების ჩამონათვალში ლიტვას პირველ ადგილას აყენებენ და მას შემდეგ მოდის მოლდოვა. იმედია ლიტველი პოლიტიკოსები გაითვალისწინებენ უკრაინისა და საქართველოს მაგალითებს და არ დაუშვებენ, მათ ტერიტორიაზე რუსული სეპარატიზმის გაჩენას!  

Комментариев нет:

Отправить комментарий