"Кавказский Узел" ინფორმაციით დაღესტანის სოფელ ვრემენნოეში შეტაკება მოხდა სამართალდამცავებსა და შეიარაღებული იატაკვქეშეთის მებრძოლთა შორის.
ადგილობრივების განცხადებით მიმდინარე წლის 18 სექტემბრიდან დასახლებული პუნქტი ბლოკირებული აქვთ სამართალდამცავებს და გამოცხადებულია კონტრეტრორისტული რეჟიმი. სკოლა და საბავშვო ბაღი არ ფუნქციონირებს. მამაკაცები სამართალდამცავებმა ალყის მიღმა გაიყვანეს ვინაობის დადგენის მიზნით, ხოლო დასახლებულ პუნქტში მიმდინარეობს ყველა ეზოსი და საცხოვრებელი სახლის შემოწმება. დღეს ერთერთი ასეთი შემოწმებისას სამართალდამცავებს ცეცხლი გაუხსნეს დაუდგენელმა პირებმა და ერთი სპეცრაზმელი დაჭრეს. ამ დრომდე მიმდინარეობს შეტაკება. ადგილობრივების ინფორმაციით სახლი საიდანაც ცეცხლი გახსნეს ბლოკირებულია. არავინ იცის თუ ვინ არიან შიგნით და რამდენი.
ინფორმაცია ინციდენტის შესახებ დღის მეორე ნახევარში გავრცელდა თუმცა მოგვიანებით გახდა ცნობილი სპეცრაზმელის დაჭრის შესახებ.
ასეთი ინციდენტები დაღესტანში ხშირად ხდება. ბოლო შეიარაღებული შეტაკება რომელიც "ბოევიკის" ლიკვიდაციით დასრულდა 25 სექტემბერს მოხდა. 26 სექტემბერს კი დაუდგენელი პირები თავს დაესხნენ მუშათა ბაზას, რომლებიც ავარო-კახეთის გზატკეცილის მშენებლობაზე არიან დასაქმებულები და საცხოვრებელი ვაგონები დაუწვეს. თავდამსხმელებმა მოითხოვეს მშენებლობის შეჩრება და დაემუქრნენ მუშებს რომ სამუშაოების გაგძელების შემთხვევაში, კვალვ დაესხმეოდნენ თავს, რადგან მათი განცხადებით აღნიშული გზა, მხოლოდ რუსული სამხედრო საჭიროებისთვის შენდება და ადგილობრივ მოსახლეობას აქედანა რაფერი სიკეთე არ ექნება.
კავკასიაში მიმდინარე მოვლენებზე ადგილობრივი მოსახლეობა, უფლება დამცველი ორგანიზაციების ან ემიგრანტების მეშვეობით ავრცელებენ ინფორმაციას თუ რას ნიშნავს "კონტრტერორისტული სპეცოპერაციის რეჟიმი". მათი განცხადებით ხშირია შემთხვევები როდესაც, სახლის პატრონს სამართალდამცავები ფულს სძალავენ იმ მოტივით რომ მისი სახლი არ დანგრიონ, წინააღმდეგ შემთხვევაში სახლის მეპატრონეს გაიყვანენ სახლიდან და მის თვალწინ დაანგრევენ ტანკებითა და ჯავშანმანქანებით. ასეთი "ტერორის" ობიექტები ხდებიან ის ადგილობრივები რომელთაც დიდი სახლი აქვს ან სამართალდამცავებს აქვთ ინფორმაცია რომ სახლის პატრონი გარკვეულ თანხას ფლობს.
რუს სამართალდამცავთა ქმედება, "ტერორისზმის" შემცირების ნაცვლად, პირიქით ხელს უწყობს იატაქვეშეთის მებრძოლთა რაოდენობის ზრდას. არ ითვალისწინებენ ადგილობრივთა მენტალობასა და ადათ-წესებს. ასევე ადგილობრივების ინფორმაციით ძალიან გავრცელებულია ადამიანების გაქრობა და როგორც წესი ასეთ "გამქრალი" ადამიანების გვამებს, ან მორიგი დანგრეული სახლის ნანგრევებში პოულობენ ან სადმე ტყეში მიტოვებულ მანქნაში, რომელიც მოგვიანებით გამოცხადდება როგორც ბოევიკი და სპეცოპერაციის შედეგად განადგურებული.

Комментариев нет:
Отправить комментарий