Страницы

четверг, 2 октября 2014 г.

პრაღაში კარასინი აბაშიძის მორიგი შეხვედრა იგეგმება!

ეხლახანს გახდა ცნობილი რომ მიმდინარე წლის 16 ოქტომბერს, პრაღაში გაიმრთება აბაშიძისა და კარასინის შეხვედრა, რომელზეც გავრცელებული ინფორმაციით, ერთერთი მთავარი თემა საქარველო-რუსეთს შორის სატრანსპორტო დერეფნები იქნება.

"ვესტიკავკაზისთვის" მიცემულ ინტერვიუში აბაშიძე საუბრობს მხოლოდ იმ საკითხებზე, რომელზეც არ ილაპარაკებენ პრაღის შეხვედრაზე და განსახილველი საკითხებიდან ასახელებს მხლოდ ზემო ლარსის გამშვებ საბაჟო პუნქტზე შექმნილ მდგომარეობას და რუსეთთან საჰაერო მიმოსვლის აღდგენის საკითხს. 
 აბაშიძე ამბობს რომ ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი ამ შეხვედრებზე არ განიხილება და ამისათვის შექმნილია ჟენევის ფორმატი, რომელზეც განიხილება აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შემქნილი ვითარება. აბაშიძეს ასევე ჰკითხეს აფხაზეთის რკინიგზის საკითხეზე თუ მსჯელობენ ამ შეხვედრებზე, რაზეც მან უპასუხა რომ ამჯერად არ განიხილება. მისი თქმით წინა შეხვედრებზე იყო ეს საკითხი წამოწეული მაგრამ საფუძვლიად არ განუხილავთ და არც ამჯერად აპირებენ. 
აბაშიძის თქმით საჰაერო მიმოსვლა საქართველოსა და რუსეთს შორის ოქტომბრის ბოლოდან აღდგება.  ასევე ამ შეხვედრაზე განსახილველ საკითხთა შორის რუსეთთან ტვირთბრუნვის გაზრდა იქნება. 
საინტერესოა ვისთვის იღწვის აბაშიძე ასეთი თავგამოდებით ამ მოლაპრაკებებზე? საქართველოს რუსეთთან მიმოსვლისთვის საჭიროზე მეტი გზები აქვს როგორც სახმელეთო ისე საზღვაო, ხოლო ტვირთ ბრუნვა არ არის ისეთი მაშტაბის რომ ეს გადასასვლელები არ ჰყოფნოდეს. 
აღსანიშნავია რომ რუსულ მედიაში ამ მოლაპრაკებებზე გამოქვეყნებულ სტატიებში ძალიან ხშირად მიუთითებენ მკითხველისთვის რომ რუსეთ-საქართველოს საზღვარი, არის ეკონომიკური საზღვარი სომხეთსა და რუსეთს შორის, თურქეთსა და რუსეთს შორის. რომ ამ საზღვარზე გადასასვლელებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს რუსეთის მოკავშირეებთან კავშირის საკითხში და ა.შ. 
ჩემი სუბიექტური შეფასებით ეს შეხვედრები ყველაზე მეტად უცნაური და საშიშია თავისი გასაიდუმლოებული შინაარსის გამო ქვეყნისთვის.  თავად კარასინის ფაქტორი მატებს მას საფრთხის შემცველ შინაარსს თუ დაუკვირდებით მისი უწყების მოქმედებებს უკრაინასთან დაკავშირებით. 
უკვე მერამდენედ ვწერ რომ საჭიროა ამ პროცესის გახსნა და უფრო მეტი გამჭვირვალობა, შედეგების დადგენა და ა.შ. ძალიან ძნელი დასაჯერებელია რომ კარასინი ზის და ქართულ ვაშლსა და ღვინოზე ლაპარაკობდეს.
რუსეთსა და საქართველოს არ აქვთ ნორმალური, მშვიდი ურთიერთობა რომ ამგვარი შეხვედრები ასე იდუმალებით იყოს მოცული!

Комментариев нет:

Отправить комментарий