რამდენიმე წუთის წინ გავრცელდა ვიდეო რგოლი, რომელზეც დონეცკის დღევანდელი დაბომბვის კადრებია ასახული. ადგილობრივების განცხადებით დღეს დილიდან არ შეწყვეტილა საარტილერიო ჭურვების აფეთქების ხმები.
დღის მეორე ნახევარში კი ძალიან ძლიერი აფეთქების ხმა გაისმა. მათი განცხადებით აქამდე ასეთი ძლიერი აფეთქება არ ყოფილა. აფეთქების ტალღა, რამდენიმე კილომეტრზე იგრძნობოდა და როგორც ადგილობრივები ჰყვებიან, იმდენად ძლიერი იყო რომ მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსები ზანზარებდა.
გასული დღე-ღამის განმავლობაში დონეცკის აეროპორტის დამცველმა "კიბორგებმა", ორი შტურმი მოიგერიეს და შეინარჩუნეს დაკავებული პოზიციები. პოროშენკომ დღეს განცხადება გააკეთა და თქვა რომ დონეცკის აეროდრომს არავის, არაფრის დიდებით არ დაუთმობენ.
მიუხედავად იმისა რომ ლაპარაკია უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხების მოქმედებაზე, შეტაკებები მაინც ხდება. ძირითადად საარტილერიო დუელები წარმოებს და რეალურად, შემცირებულია პირდაპირი კონტაქტით ბრძოლები, მოწინააღმდეგე მხარეებს შორის. ასეთი შეტაკებები ერთეულია და ისინიც ძირათადად დონეცკის აეროდრომის სიახლოვეს ხდება, რადგან გარდა აეროპორტისა, უკრაინული არმიის ნაწილები მის შემოგარენშიც არიან გამაგრებულები და არ აძლევენ ტერორისტებს მისი ალყაში მოქცევის საშუალებას.

Комментариев нет:
Отправить комментарий