რუსეთის ცენტრალური სამხედრო ოლქის პრესსამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, მართლმადიდებელი სამხედრო მღვდლებისათვის სპეციალური ფორმის შემქნის შესახებ.
პრესცენტრის ინფორმაციით ასეთი ფორმები დაურიგდებათ მღვდლებს რომლებიც საკუთარ "კოლექტივთან" ერთად პოლიგონებზე გადიან წვრთნებისას. ფორმას განმასხვავებელი ნიშნები აქვს მართლმადიდებლური ჯვარის სახით. სამხედროთა განცხადებით სპეციალური ფორმის შექმნა განაპირობა იმ გამოცდილებამ რომელიც დაუგროვდა რუსულ არმიას სხვდასხვა ბრძოლებში და საველე პირობებისათვის მღვდლების ტრადიციული აღჭურვილობა არ არის საკმარისი. გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია რომ აღჭურვილობაში შედის ოცამდე სხვადასხვა ნივთი. ფორმის მოდიფიკაციაში გათვალსიწნებულია ზამთრის აღჭეურვილობა და შესაბამისი ტანსაცმელი.
![]() |
| მართლმადიდებლური სკაფანდარის პრეზენტაცია |
ცენტრალური სამხედრო ოლქის წარმომადგენლებმა განცხადეს რომ მართლმადიდებელი მღვდლები, მონაწილეობას ღებულობდნენ მიმდინარე წლის სექტემბრის თვეში გამართული, არმიის საბრძოლო მზადყოფნის "უეცარ შემოწმებებში" და მათ საკუთარი მნიშვნელობა წარმოაჩინეს ამ სწავლებებისას. ეხმარებიან სამხედროებს სტრესული მდგომარეობის გამკლავებაში, ასევე სხვადასხვა კონფესიის სამხედრო მოსამსახურეთა შორის კონფლიქტის გადაჭრის თვალსაზრისით მნიშვნელოვანი სამუშაოები შეასრულეს.
ისეთი შთაბეჭდილება მექმნება რომ რუსულ არმიაში, საბჭოთა არმიის მსგავსად ე.წ. "ზამპალიტების" ინსტიტუტი ნარჩუნდება. უბრალოდ კომუნისტების ადგილს მართლმადიდებელი მღვდლები იკავებენ. მათი გავლენის შესახებ სიღრმეებში წასვლას აზრი არ აქვს, რადგან ისედაც თვალსაჩინოა რომ რუსეთის საპატრიარქო პუტინს, საკუთარი ზრახვების განხორციელებაში გვერდში უდგას და შესაბამისად გასაკვირიც არ უნდა იყოს რომ პოლიტ-აგიტატორები, სწრედ გუნდიაევის მღვდლებმა ჩანაცვლონ!
![]() |
| ოფიციალური თრეილერი |



Комментариев нет:
Отправить комментарий