Страницы

четверг, 30 октября 2014 г.

შვედებმა პალესტინა სახელმწიფოდ აღიარეს!

შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარგოტ ვალსტრომმა განაცხადა რომ მისმა ქვეყანამ აღიარა პალესტინის სახელმწიფოებრიობა. შვედეთის ამ ნაბიჯმა აშშ-ს მხრიდან კრიტიკა გამოიწვია და საპასუხოდ ვალსტრომმა გააკეთა განცხადება.
მისი თქმით პალესტინას ყველა საჭირო ატრიბუტი გააჩნია იმისთვის რომ ჰქონდეს სახელმწიფო და ის რაც გააკეთა შვედეთის მთვარობამ, არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი პალესტინის სახელმწიფოებრიობის ჩამოყალიბების გზაზე. ასევე აღნიშნა რომ გადაწყვეტილების მიღებისას ყველა საერთაშორის სამართლის ნორმა დაცული იყო და ამიტომ შვედური მხარისთვის გაუგებარია აშშ-ს კრიტიკა. 

თავის მხრივ პალესტინის პრეზიდენტის მახმუდ აბასის წარმოამდგენელმა, ნაბილ აბუ-რუდეინმა განაცხადა რომ პალესტინელები მოხარულები არიან შვედების ამ გადაწყვეტილებით. 
შვედების გადაწყვეტილების შესახებ ჯერ კიდევ 3 ოქტომბერს გახდა ცნობილი და მაშინვე გააკეთა ამერიკულმა მხარემ განცხადება რომ შვედები "ჩქარობდნენ" გადაწყვეტილების მიღებას. დღეს 30 ოქტომბერს კი შვედებმა ოფიციალურად დაადსტურეს პალესტინის სახელმწიფოს არსებობა!
ოფიციალური გვერდი

Комментариев нет:

Отправить комментарий