Страницы

пятница, 31 октября 2014 г.

რუსი ტერორისტები ოკუპირებულ რეგიონებში ხალხს სიკვდილით სჯიან! (ვიდეო/video)

სიკვდილმისჯილი
დღეს ინტერნეტით გავრცელდა უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში, რომელიც ტერორისტებისა და რუსი ოკუპანტების ხელშია, გამართული "სახალხო სასამართლოს" ამსახველი კადრები, რიმელზეც მოქალაქეებს სიკვდილს უსჯიან. კადრები ე.წ.
"მოხალისეთა" ერთერთი  ბრიგადის, "Призрак"-ის მეთაურმა ალექსეი მაზგავოიმ სოციალური ქსელში გამოაქვეყნა. კადრებში ასახულია თავად მაზგავოი რომელიც ე.წ. "სახალხო სასამრთლოს" პრეზიდიუმში ზის. 
 პრაქტიკულად ამ იდიოტმა საკუთარი ხელით გამოაქვეყნა მტკიცებულება საკუთარი თავის წინააღმდეგ. ამაზრზენია ამ ადამიანების მენტალობა და ცნობილი საბჭოთა ოცდაათინია წლების განმეორებისადმი სწრაფვა. უყვართ რუსებს ეს დახვრეტები, სასამართლოები, სტალინის რკინის ხელის მოტრფიალენი, რომელიც თავადვე იციან რომ ფარსია. არავითარი ლეგიმტიმაცია არ გააჩნია და საერთოდ არ შეიძლება ასე ადამიანებისათვის ყველაზე მთავარი, სიცოცხლით მანიპულირებდე და პასუხს არ აგებდე! მაზგავოიზე ამაზრზენი ის ხალხია რომელიც დარბაზში ზის და "ხალხს" წარმოადგენს. ადასტურებს საკუთარი ხელის აწევით თანამოქალაქის სიკვდილს... 
 არ ვიცი როგორ არ უნდა აღნიშნო ამ ყველაფერში რუსული კულტურისა და ასე ვთქვათ "ცივილიზაციის" გავლენა, რომელმაც ეს მასა გამოზარდა. ის რაც  ხდება კავკასიაში, ის რაც ხდება უკრაინაში და რაც ხდება საქართველოში, სწორედ ასეთი "სახალხო სასამართლოს" მენტალობის მქონე ადამიანების მიერ არის გაკეთებული.
უბრალოდ იდიოტიზმია აი ამ მარაზმატიკების სამშობლოს ინტერესების მიმართ რაიმენაირი სიმპატია გაგაჩნდეს. თუ გჯერა რომ რუსული ე.წ."ცივილიზაცია"(რომელსაც თვითონ სლავურს უწოდბენ, რაც აბსულუტური აფსურდია) რამენაირადმე უპირატესია დასავლეთისაზე, უბრალოდ უნდა დაფიქრდე საკუთარი ღირებულებების ადეკვატურობაზე, დღეს კალენდარზე მდგარი თარიღის გათვალსიწნებით....
   

Комментариев нет:

Отправить комментарий