Страницы

среда, 22 октября 2014 г.

ბალტიის ზღვის ინციდენტი - შვედები იარაღის გამოყენებით იმუქრებიან!

ბალტიის ზღვაში, შვედეთის სანაპიროებთან გრძელდება სამძებრო-სამაშველო ოპერაცია, რომელსაც შვედური შეიარაღებული ძალები აწარმოებენ. რუსული მხარე კვლავ უარყოფს საკუთარი წყალქვეშა ხომალდის შვედეთის სანაპიროებთან ავარიას, თუმცა მათი ბალტიის
ფლოტის აქტივობიდან გამომდიანრე, სრულიად საპისპირო მტკიცდება. შვედებმა ეშმაკობა იხმარეს და ინტერნეტით გაავრცელეს "გაყალბებული" ფოტო კადრი და კოორდინატები, ვითომ წყალქვეშა ხომალდის ადგილსამყოფელის შესახებ. როგორც აღმოჩნდა ეს მათ მიზანიმიმართულად გააკეთეს და ეს "საყლაპავი" რუსმა "სტრატეგებმა" გადაყლაპეს. მათი ხომალდების აქტივობა სწორედ იმ ადგილებში შეიმჩნევა სადაც "ყალბის" კოორდინატები მიუთითებდა. სინამდვილეში კი წყალქვეშა აპარატი რომელზეც ამდენი დღეების განმავლობაში იყო ლაპრაკი, სხვა ადგილას არის და ის ადგილი შვედური ხომალდებით არის გამაგრებული. გავრცელდა შვედეთის შეიარაღებული ძალების სარდლის, სვრეკერ ერონსონის განცხადება, რომელშიც სარდალი აცხადებს რომ შვედები ყველა ძალასა და საშუალებას იხმარენენ საკუთარი ტერიტორიული წყლების, უცხო ხომალდებისგან გაწმენდისთვის. არ გამოირიცხება ირაღის გამოყენება, თუ კი გამართლდა ჭორები და რომლის მიხედვითაც, რუს მეზღვაურებს რომლებიც აპარატში იმყოფებიან, მართლაც აქვთ მიღებული ბრძანება ცოცხლად არ ჩაბარდნენ!
დაუზუსტებელი და დაუდასტურებელი ინფორმაციები მრავლად ვრცელდება. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ კატეგორიულად უარყო აპარატთან რაიმე კავშირი და წამოჭრა ვერსია თითქოს წყალქვეშა აპარატი, რომელსაც შვედები ეძებენ, შესაძლოა ნიდერლანდების კუთვნილი, დიზელის ძრავიანი წყალქვეშა ნავი "ბრეინვისი" იყოს, რომელიც ბალტიის ზღვაში რამდენიმე დღის წინ გამართულ NATO-ს წვერთნებში იღებდა მონაწილეობას, თუმცა ეს ვერსია ნიდერლანდებმა უარყვეს და განაცხადეს რომ ყველა ის ხომალდი, რომელიც წვრთნებში იღებდა მონაწილეობას, სახლში ბრუნდება და ყოველ მათგანთან მეთაურობას კავშირი აქვს.  
შვედი სამხედროების მტკიცებით, მათ უკვე აქვთ დამყარებული რადიო კავშირი აპარატის ეკიპაჟთან და მიმდინარეობს მოლაპრაკება. შვედები ასევე მობილიზებულნი არიან მათ ხელთ არსებული ტექნიკური საშუალებების დახმარებით ამიყვანონ აპარატი წლის ზედაპირზე. 
შესაძლოა მოვლენები ტრაგიკულად განვითარდეს რადგან ასევე შვედების განცხადებით, სხვადასხვა წყაროებიდან და ტექნიკური საშუალებებიდან იღებენ სიგნალებს, რომელიც უცხო აპარატების აქტივობაზე მიუთითებს. ამ დროისთვის გავრცელებულია ინფორმაცია სამი ასეთი დაუდგენელი ობიექტის აღმ`ჩენის შესახებ, რომელთა შესახებ ინფორმაცია მოწმდება.
შვედების განცხადებით უმოკლეს ვადაში უნდა დასრულდეს ეს გაუგებრობა და გაეცეს ყველა კთხვას პასუხი. საინტერეოსა ძალიან ბევრი დეტალი ამ ისტორიაში, დაწყებული იმით თუ ვის ეკუთვნის აპარატი და რა მისიით იმყოფებოდა შვედეთის ტერიტორიულ წყლებში. შესაბამისად ყველა იმ პასუხს რომელიც გაცხადდება, პოლიტიკური შედეგები მოჰყვება აუცილებლად!
პირველი შედეგი რომელიც მოჰყვა აღნიშნულ ინციდენტს, ეს არის შვედებს შორის წამოჭრილი პოლემიკა NATO-ში წევრობის საჭიროების შესახებ. 

Комментариев нет:

Отправить комментарий