რა თქმა უნდა დაღესტანიდან კახეთში გზის მშენებლობის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ, ძნელია უფრო მეტად აქტუალური საკითხი მოძებნო. ამ საკითხისადმი ხელისუფლების დამოკიდებულება, ერთერთი იმ თემათაგანია რომელიც ჩემი აზრით საყოველთაო განხილვის საგანი უნდა გახდეს. კოლაბორაციონისტების და მათი არგუმენტების მხარდამჭერებისთვის
უნდა ვთქვა რომ იმას, რასაც ხელისუფლება აცხადებს და რა სახის არგუმენტებსაც იშველიებს, საფრთხის მნიშვენლობის დაკნინებას ჰგავს. ისევ ჩნდება შთაბეჭდილება რომ საქართველოს ხელისუფლება და მასთან აფილირებული კოლაბორაციონისტები, ისევ ცდილობენ საქართველოს მოსახლეობას «ორი რუსეთის» წარმოდგენა ჩამოუყალიბონ, რომელიც ძალიან საშიშ «წარმოდგენად» მიმაჩნია. ერთის მხრივ, ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ რომ რუსეთი არის საქართველოს ტერიტორიების ოკუპანტი, ხოლო მეორეს მხრივ აცხადებენ რომ რუსეთთან პირდაპირი ურთიერთობა, არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის.
რეალობა, რომელიც ამჟამინდელი ხელისუფლების განცხადებებისა და ზოგადად ქმედებების შედეგად არის შექმნილი, არის ის რეალობა რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებობს და ყველასთვის ადვილი შესამჩნევია. ერთის მხრივ, რუსეთი ახორციელებს აფხაზეთის სრულ ანექსიას და საკუთარი საზღვრის ფსოუდან ენგურზე გადმოტანას, მეორეს მხრივ სრულიად უწყინარი და ერთი შეხედვით «სასარგებლო» ავარეთ-კახეთის გზატკეცილის პროქტის განხორციელებას გეგმავს და საკითხის გაკეთილშობილებაში ქართველ ჩინოვნიკებსაც იშველიებს.
საქართველოს ხელისუფლება, პირველ საკითხზე არაფერს ამბობს და ზაქარეიშვილი მხოლოდ იმით იმართლებს თავს რომ ცენტრალური ხელისუფლება, იქ სიტუაციას ვერ აკონტროლებს, შესაბამისად პროცესებზე ზემოქმედების მოხდენა არ შეუძლიათ. ასეთი შინაარსის განცხადება ზაქარეიშვილმა, გალის მოსახლეობისთვის «საარჩევნო უფლების» ჩამორთმევის შესახებ გავცრელებული იფორმაციის კომენტირებისას განაცხადა და ზოგადად ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე მოვლენებზე ზაქარეიშვილი ერთი ტიპის განცხადებებს აკეთებს, რომელშიც ხაზს უსვამს რომ ამ ტერიტორიებზე არაფერი ხდება ისეთი, რაც «ადრე» არ ხდებოდა, ან უბრალოდ იმით ამართლებს რომ იქ მდგომარეობას ვერ აკონტროლებენ. ნაცვლად იმისა რომ ზაქარეიშვილი და მთელი «მეოცნებე» მთავრობა, დარაზმული იყოს და საერთაშორისო ორგანიზაციების ხელთ არსებული ზემოქმედების ბერკეტებით ცდილობდეს, რუსეთსა და სეპარატისტულ აფხაზეთს შორის დაგეგმილი «მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შეთანხმების» გაფორმების ხელის შეშლას, ვხედავთ აფსულუტურ უყურადრებობას ამ საკითხის მიმართ. ეს უყურადღებობა იმაში გამოიხატება რომ ზემოთ აღნიშნული ინიციატივის შესახებ ცნობილი გახდა, ჯერ კიდევ სეპარატისტების ახლად არჩეული ე.წ. პრეზიდენტის ინაუგურაციამდე, პუტინთან ვიზიტისას, მიმდინარე წლის აგვისტოს ბოლოს. მას შემდეგ თითქმის თვენახევარია გასული და ბოლო დღეებში ატეხილი ისტერიკა, რომელიც პრეზიდენტის განცხადებას მოჰყვა, ცოტა არ იყოს დაგვიანებულია. ამ საკითხის შესახებ, პრემიერ მინისტრის მიერ გაკეთებული განცხადება, საერთოდ ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. ღარიბაშვილმა თავისი განცხადებითა და შემდეგ გაჟღერებული ინიციატივით აფხაზების მიმართ, დაადასტურა რომ საკითხში აბსულუტურად უვიცია და ეყრდნობა ზაქარეიშვლის იდეებს, რომლის რეაციონალურობა სერიოზულ ეჭვს იწვევს.
მეორეს მხრივ ვხედავთ რომ რუსეთი ცდილობს დამატებითი სახმელეთო გზის შექმნას. აღნიშნულ მშენებლობას, დადებითი ეკონომიკური ეფექტის მქონედ და სასარგებლოდ წარმოგვიდგენენ ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლებიც. ამ გზის საკითხი მას შემდეგ დადგა, რაც გადაწყდა სომხეთის ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში გაწევრიანება და უპირველესი ამოცანა რომელიც აღნიშნულ, ავარეთი - კახეთის გზას ექნება, ეს არის სომხეთთან უმოკლესი სახმელეთო გზის გაჩენა, რომელიც დააკავშირებს ევრაზიული კავშირის დანარჩენ ტერიტორიას სომხეთთან. სომხეთსა და ევრაზიული კავშირს შორის სახმელეთო საზღვრის საკითხი, განხილვის თემა იყო სუმხურ და რუსულ მედიაში. ეს რაც შეეხება იმ ეკენომიკურ ეფექტს რომელზეც ასე მონდომებით საუბრობს საქართველოს ხელისუფლება.
რუსეთთან ურთიერთობის განვლილი საუკუნეების გამოცდილებამ გვაჩვენა რომ მისი ნდობა ასეთ საკითხებში არ შეიძლება და ვოლსკის მიერ გაკეთებული განცხადება რომ - «გზა საშიში არ არის თუ მასზე ტანკები არ ივლიან», იმდენად მოღალატეობრივი შინაარსის მატარებელია, რომელიც წესით დეპუტატს, პოლიტიკური კარიერის დასრულების ფასად უნდა დასჯდომოდა. ზაქარეიშვილის განცხადება რომ რუსეთის ტერიტორიაზე ვერაფრის მშენებლობას ვერ დაუშლიან ამავე ქვეყნის ხელისუფლებას, კიდევ უფრო უარესია და წესით ზაქარეიშვილიც, როგორც მინისტრი ამ განცხადებას უნდა ეწირებოდეს, მაგრამ ასეთი რამ წარმოუდგენელია ამ ხელისუფლების პირობებში.
მოკლედ მდგომარეობა ასეთია - კახეთში გვყავს კარგი რუსეთი ხოლო აფხაზეთსა და სამაჩაბლოში, ცუდი!
საგანგაშო კი ის არის რომ თბილისში გვყავს «კარგი» რუსეთის პროპაგანდისტები!
ორი რუსეთი ჩვენს რეალობაში სწორედ ასეთი სახით არსებობს, ერთის მხრივ გვართმევს ტერიტორიებს და მეორეს მხრივ, ვითომ ქართველი გლეხის ყოფით ძალიან შეწუხებული, აკეთებს ისეთ პროექტებს, რომელთაც საკუთარ აპოლოგეტებს, როგორც დადებითი მნიშვნელობის მქონე მოვლენად ისე აფასებინებს. ქართველი გლეხებისთვის «მტკივნეული» საკითხით აპელირება არის იმის გარანტია რომ რუსები, შესძლებენ საქართველოს მოსახლეობაში საზოგადოებრივი აზრის ისეთ ფორმირებას, რომელიც შესაძლებლობას მისცემს მათ განახორციელონ თავისი ჩანაფიქრი. ქართველი პოლიტიკოსები კი სიამოვნებით მოანწილეობენ რუსეთის მათრახისა და თაფლაკვერის სტრატეგიაში.
რატომღაც არავინ დაფიქრდა რომ რუსეთმა აღნიშული გზის მშენებლობა, საკუთარი ეკონომიკისთვის ყველაზე რთულ დროს დაიწყო. 2,5 მილიარდი დოლარი ასეთ პირობებში არ არის ისეთი პატარა თანხა რომ რუსეთისთვის ამას მნიშვნელობა არ ჰქონდეს. გამომდინარე იქიდან რომ ასეთ დროს იწყებს ამ გზის მშენებლობას და პარალელურად ვხედავთ რომ სწუხს საქართველოს სამხედრო გზის არასტაბილურობაზე, იმის მანიშნებელია რომ შექმნილ ვითარებაში რუსეთს სჭირდება გასასვლელი საქართველოზე საკუთარი ეკონომიკის მხარდაჭერისთვის. ის რაც აქვს არ არის საკმარისი და სჭირდება კიდევ დამატებითი გასასვლელები, რომელსაც ამავე დროს საქართველოს სრულად დამორჩილებისთვის შესანიშნავად გამოიყენებს.
ცნობისათვის კახეთი საქართველოსთვის არის ერთგვარი ზურგი რუსეთთან უკვე შექმნილი კონფლიქტის კონფიგურაციაში, სადაც რუსეთთან ფართომაშტაბიანი კონფლიქტის პირობებში, მოსახლეობის ბრძოლის უუნარო ნაწილი, ქვეყნის ცენტრალური ნაწილიდან სწორედ კახეთში უნდა გადავიყვანოთ. მათში კი იგულისხმება ჩვენი მშობლები, შვილები, მეუღლეები, ბებია-ბაბუები და ა.შ. ზურგის საკითხს, ჯარის მორალურ მდგომარეობის სიმტკიცეში, ერთერთი გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

Комментариев нет:
Отправить комментарий