სეპარატისტული მედია იტყობინება - დღეს დილით 9:45 სთ-ზე ე.წ. მინისტრთა კაბინეტის კანცელარიაში ანონიმური ზარი განხორციელდა, რომელმაც შენობაში ასაფეთქებელი ნივთიერების დადების შესახებ ამცნო კანცელარიის თანამშრომელბს.
სეპარატისტების ე.წ. სამართალდამცავებმა შენობას ალყა შემოარტყეს და თანამშრომელთა ევაკუაცია განახორციელეს. სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრის რაულ ლოლუას თქმით, მიმდინარეობს ანონიმური ზარის განმახორციელებელი პირის დადგენის ღონისძიებები. ცნობილია მხოლოდ ის რომ მამაკაცი, რომელმაც დარეკა კანცელარიაში ახლაგაზრდა არ არის და სავარაუდოდ შუახნის უნდა იყოს. ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოჩენილი არ იქნა და არც ზარის ავტორს რაიმე მოთხოვნა წაუყენებია კანცელარიის თანამშრომლებისთვის.
არავითარი ვარაუდი არ გამოთქმულა აფხაზურ მედიაში ინციდენტთან დაკავშირებით. კერძოდ რას უკავშირდება ასეთი "ტყუილი განგაში" აფხაზები არ ამბობენ მაგრამ იმ მდგოამრეობიდან გამომდინარე რომელიც ეხლა აფხაზეთშია შექმნილი, რუსეთთან გასაფორმებელი შეთანხმების გამო, სავარაუდო ვერსიად სწორედ ამ შეთანხმების მოწინააღმდეგეთა მიერ მოწყობილ "პროვოკაციად" უნდა ჩაითვალოს.
მიუხედავად იმისა თუ რას აცხადებენ აფხაზი სეპარატისტები და რას წერენ რუსები, რუსეთთან თანამშრომლობისა და ინტეგრაციის შეთანხმების შესახებ, აფხაზურ საზოგადოებაში ამ საკითხისადმი უფრო მეტად კრიტიკული დამოკიდებულებაა ვიდრე პოზიტიური. ამიტომ პროვოკაციები მოსალოდნელია და სავარაუდოდ ამ პროვოკაციების საწყისი შეიძლება იყოს ის რაც დღეს სოხუმში მოხდა. საერთოდაც არაა გამორიცხული პროვოკაციები თავად რუსებმა მოაწყონ და ქართველებს დაგვაბრალონ, მათგან ყველაფერია მოსალოდნელი და ამ ეჭვებს ამყარებს სწორედ აფხაზთა საკმაოდ დიდი ნაწილის უკმაყოფილება საკუთარი ე.წ. "სუვერენიტეტის" დაკარგვის გამო!
![]() |
| ოფიციალური გვერდი |


Комментариев нет:
Отправить комментарий