ეუთოში აშშ-ს მისიამ გაავრცელა ინფორმაცია, რუსეთის მხრიდან იმ გადაწყვეტილების დაბლოკვის შესახებ რომელის მიხედვითაც, ორგანიზაციის მისიას უკრაინა რუსეთის საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტები და მიმდებარე ტერიტორიები უნდა გაეკონტროლებინა.
რუსეთი მხოლოდ იმ მისიის ერთი თვით გახანგრძლივებას დათანხმდა, რომელიც საზღვარზე არსებულ მხოლოდ ორ გამშვებ პუნქტს აკონტროლებს და დანარჩენი ასეულობით კილომეტრი, მთლიანად დაუცველი და უკონტროლოა. გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის მისამართით მოწოდებებით გამოდიოდნენ თითქმის ყველა ევროპული ქვეყნა, რათა არ დაებლოკა ეუთოს მისიის გაფართოების გადაწყვეტილება, თუმცა მიუხედავად მოწოდებებისა, რუსეთმა ასეთი გადაწყვეტილება მიანც მიიღო.
უკრაინულ მედიაში გუშინ გავრცელდა ინფორმაცია რომ რუსეთი ამ გადაწყვეტილების დაბლოკვას აპირებდა. არ ვიცი ეს ლოგიკურ დასკვნა იყო თუ კულუარებში მიმდინარე მოლაპარაკებებიდან გამოჟონილი ინფორმაცია მაგრამ, ფაქტია რომ ის მართალი აღმოჩნდა. რაც მეტყველებს იმაზე რომ გუშინაც და სავარაუდოდ წინა დღეებშიც, ეუთოს ფარგლებში საკმაოდ ინტენსიური მოლაპრაკებები მიმდინარეობდა რუსულ მხარესთან.
რუსთის მხრიდან სეპარატიზმით ანექსირებულ ტერიტორიაზე არსებული გამოცდილება, აჩვენებს რომ რუსეთი არასოდეს არ თანხმდება მსგავსი მისიების გაფართოებას და ყველა გზებითა და მექანიზმებით ცდილობს მათ მოშორებას საკუთარი ინტერესების ზონიდან. არ ვიცი რატომ ქონდათ ამჯერად იმედი დასავლელ პოლიტიკოსებს რომ რუსეთი, ბოლო წლების ყველაზე რთულ კონფლიქტში დათანხმდებოდა ამას.
რუსეთისთვის უკრიანის საზღვრის საერთაშორის მონიტორინგზე აყვანა, პირდაპირი მარცხია და ის სრულად დაკარგავს კონტროლს იმ "დესტრუქციულ ძალებზე", რომელიც მისივე წახალისებითა და ორგანიზებით ჩამოყალიბდა. ამ ძალების, უკრაინის ტერიტორიაზე ჩატოვება, ნიშნავს იმას რომ რუსეთის სპეცსამსახურების მოქმედებების უამრავი მტკიცებულება მოხვდებოდა ეუთოს ხელში, რომელიც რა თქმა უდა რუსეთის წინააღმდეგ იქნებოდა გამოყენებული.
რუსეთისთვის ეხლა მთავარია, სეპარატისტებთან შეინარჩუნოს კავშირი, ამით ის გეგმა მინიმუმს აღწევს. უკრაინის ევრო და ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსებში წევრობა, ბუნდოვან პერსპექტივად აქცია, ოკუპირებული ტერიტორიების ფაქტორით, ისევე როგორც ჩვენს შემთხვევაში გააკეთა. შესაბამისად ამ ნაბიჯზე ის არ წავა და ყველანაირად შეეცდება აფხაზეთისა და სამაჩაბლოს მსგავსად არ დაუშვას იქ საერთაშორისო ორგანიზაციების მუშაობა!
თუმცა კიდევ ერთი თვალსაჩინო პრეცედენტი შექმნა რუსეთმა. კიდევ ერთხელ დადასტურდა რომ ის, არ არის კონსტრუქციული ძალა. კონსტრუქციული იმ დეფინიციის მიხედვით, რომელიც დასავლეთ ცივილიზაციაშია მიღებული და არა კრემლში!

Комментариев нет:
Отправить комментарий