Страницы

пятница, 24 октября 2014 г.

უკრაინის აღმოსავლეთით საბრძოლო მოქმედებები განახლდება!


უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში, სადაც აქტიური საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობდა, ბოლო პერიოდში სიმშვიდეა, თუმცა მცირე მაშტაბის შეტაკებები თითქმის ყოველდღიურად ხდება.
დღეს დილიდან უკრაინულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით დონეცკში, მთელი ქალაქის მაშტაბით აფეთქებების ხმები ისმის. სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაციით ქალაქს, ორივე მხარის არტილერია ბომბავს. ასევე გრძელდება დონეცკის აეროპორტის შტურმი. უკრაინელი "კიბორგები" წარმატებით იგერიებენ ტერორისტების შემოტევებს და გუშინ გავრცელებული ინფორმაციით, რამდენიმე მათგანი ტყვედაც აიყვანეს. 

გუშინ, დღის განმავლობაში გავრცელდა ტერორისტების ე.წ. პრემიერ-მინისტრის ალექსანდრე ზახარჩენკოს განცხადება რომელიც დონეცკის ერთერთი საავადმყოფოს პერსონალთა შეხვედრისას გააკეთა. ზახარჩენკოს განცხადებით უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში აქტიური საბრძოლო მოქმედებები განახლდება - "წინ მძიმე დღეები გველის, მოცემულ მომენტში ЛНР და ДНР-ის ხელმძღვანელობა, რუს სპეციალსიტებთან ერთად, მუშაობს ერთიანი სამხედრო მეთაურობის შექმნაზე. ჩვენ უნდა დავიბრუნოთ კრამატორსკი, სლავიანსკი და მარიუპოლი, მოცემულ მომენტში საბაზისო გადაწყვეტილებების მიღება მიმდინარეობს რომელმაც ორი რესპუბლიკის მოქმედების სინქრონიზაცია უნდა მოახდინოს".
მოგვიანებით ზახარჩენკომ უარყო, ასეთი შინაარსის განცხადების გაკეთების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია და თქვა რომ მას უბრალოდ არასწორად გაუგეს, თუმცა არ უცდია დაეკონკრეტებინა თუ რა ნაწილში გაუგეს არასწორად.

ოფიციალური გვერდი

Комментариев нет:

Отправить комментарий