Страницы

среда, 22 октября 2014 г.

იაპონურმა მხარემ პუტინის ვიზიტი გააუქმა!

რუსეთის პრეზიდენტის, მიმდინარე წლის შემოდგომაზე დაგეგმილი ვიზიტი იაპონიაში, იაპონურმა მხარემ გააუქმა, უკრაინაში შექმნილი ვითარების გამო. ინფორმაციას გაუქმებული ვიზიტის შესახებ,
იაპონური გამოცემა "Sankei Shimbun"-ი ავრცელებს რომელსაც ინფორმაცია იაპონიის მთავრობიდან საკუთარმა წყარომ მიაწოდა.
გამოცემის წყაროს ინფორმაციით იაპონიის პრემიერ-მინისტრი სინდზო აბე პუტინს შეხვდება, აზია-წყნარი ოკეანის ქვეყნების ეკონომიკური თანამშრომლობის ფორუმის ფარგლებში, თუმცა ეს შეხვედრა მხოლოდ იმისთვის შედგება რომ პრემერ-მინისტრმა  აბემ, დაარწმუნოს პრეზიდენტი პუტინი და ხაზი გაუსვას შემქნილ ვითარებაში მოლაპრაკებების უპირატესობას. 
პუტინის ვიზიტზე, შეთანხმება მიმდინარე წლის თებერვალში მოხდა, თუმცა ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსიის შემდეგ, იაპონურმა მხარემ გააუქმა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი, რომელის დროსაც უნდა მომზადებულიყო პუტინის ვიზიტი და ასევე შეაჩერა იაპონურ-რუსული კონსულტაციები, რომელიც საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეების დონეზე უნდა გამართულიყო, მიმდიანრე წლის აგვისტოში. 
იაპონიის მთავრობას მიაჩნია რომ ვიზიტი მანამდე უნდა იქნას გადადებული, ვიდრე არ იქნება მიღწეული კონკრეტული სამშვიდობო შედეგი, უკრაინის კრიზისში. იაპონელების აზრით პუტინმა არასაკმარისი ძალისხმევა დახარჯა, უკრაინის კრიზისი პოლიტიკურად გადაწყვეტისთვის და შესაბამისად მისი პასუხისმგებლობა ჯერ კიდევ მაღალია ამ საკითხის დარეგულირებაში, რისკენაც სავარაიუდოდ პრემიერ-მინისტრი აბე ნოემბრის შეხვედრაზე, კიდევ ერთხელ მოუწოდებს პუტინს. 
სექტემბერში ცნობილი გახდა რომ იაპონურ მხარეს, პუტინის ვიზიტის გადადება ამერიკულმა მხარემ მოსთხოვა, თუმცა ამ დრომდე იაპონიის მთავრობას ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია. ჟურნალისტების კითხვაზე, ამ დრომდე იაპონიის მთავრობაში პასუხობენ რომ საკითხი განხილვის სტადიაშია და საბოლოო გადაწყვეტილება არ არის ჯერ მიღებული.

Комментариев нет:

Отправить комментарий