Страницы

четверг, 2 октября 2014 г.

2012 წლის ამინისტიის ფარული და ხილული შედეგები!

2012 წელს ქართული ოცნების მიერ მოწყობილი მაშტაბური ამინისტია ძალიან ბევრ კითხვებს ბადებს, როგორც გადაწყვეტილებების მიღების თვალსაზრისით, ისე მისი მიზეზისა და მიზნების თვალსაზრისით. ყველამ კარგად ვიცით რომ ქართული ოცნების გამარჯვების მთავარი ფაქტორი ციხე იყო. ამ თვალსაზრისით ქართულ ოცნებას ერთგვარი ვალდებულებაც კი ჰქონდა პატიმრების წინაშე.
გავიხსენოთ ის კადრები რომელიც არჩევნებიდან რამდენიმე დღეში გავრცელდა გლდანის საპყრობილიდან, დაუმატოთ ამას რამდენიმე დღის წინ გასული ეკა კვესიტაძის გადაცემა სადაც კრიმინალური ავტორიტეტების ფარული სატელეფონი ჩანაწერები გამოქვეყნდა. ასევე უნდა გავიხსენოთ ადრე გამოქვეყნებული სატელეფონო ჩანაწერები, რომელშიც ასახულია კრიმინალური ავტორიტეტების მიერ საარჩევნოდ, საკუთარი გავლენის გამოყენება და ამ გზით "ქურდული მენტალობის" და მათი გავლენის ქვეშ მყოფ ამომრჩეველთა, ქართული ოცნების სასარგებლოდ მობილიზება. რა თქმა უნდა ამ ყველაფრის გათვალისწინებით ლოგიკურად ჩნდება აზრი რომ შესაძლოა ამ გარიგების სანაცვლოდ, ქართული ოცნების ხელისუფლება "დავალებული" იყოს კრიმინალური სამყაროსგან და სანაცვლოდ მათ უნდა მიეღოთ ის დაპირებული, რომელიც წინასაარჩევნოდ მიღებული ქონდათ პოლიტიკოსებისგან და მიიღეს კიდეც, პატიმართა უდიდესი ნაწილი განთავისუფლდა.
მაგრამ, რა იყო მოტივაცია ქართული ოცნებისთვის ეს გაეკეთებინა? ეს არის მთავარი კითხვა რომელზეც პასუხი მე ამ ორი წლის განმავლობაში ვერ მოვისმინე მმართველი გუნდისგან. 
ზოგადად როდესაც არსებობს მრავალი პასუხგაუცემელი კითხვა, ბუნებრივად ჩნდება სურვილი გაიგო თუ რა შეიძლება ყოფილიყო მიზეზი ამა თუ იმ ქმედების და საკუთარ ვარაუდებსაც აწყობ. ასეთი მიდგომით თუ ვარაუდით, კრიმინალები უბრალოდ მოტყუებულები აღმოჩნდნენ და ისინი ისევ ციხეში შებრუნდებიან. რა თქმა უნდა გარკვეული "ელიტა" ამ "გადაგდებულების" სიაში არ მოხვდება და ისინი საკუთარ პრივილეგიებს მიიღებენ. მაგრამ დანარჩენი ე.წ. "წვრილფეხობა" ისევ უკან შეირეკება ციხეში. მათი გამოსვლის პროცესი და ატეხილი აჟიოტაჟი მიმართული იყო ციხეებიდან, კრიმინალებთან ერთად ყველა იმ "პოლიტიკურების" გამოშვება, რომელიც ძირითადად რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობასა თუ სხვა ქმედებების გამო იყო დაკავებული. შემთხვევითი არც ის უნდა ყოფილიყო რომ ციხიდან გამოსვლის ის შთამბეჭდავი კადრები იყო კონკრეტული მესიჯი იმისა რომ ეს "ხალხი განთავისუფლებულია" და ეს მესიჯი მიიღეს იქ სადაც უნდა მიეღოთ. მიზანი მიღწეულია, რუსეთის გავლენების აგენტები გარეთ არიან და ისინი მოქმედებენ. ნურავის ექნება იმის ილუზია რომ წითელაშვილის ნაირი გარეწრები, ოდესმე მოისვენებენ და ისინი არ შეეცდებიან ქვეყანაში მდგომარეობის იმ კონდიციამდე მიყვანას, როდესაც რუსეთს ხელფეხი გაეხსნება და მშვიდობის დაცვის მიზნით, ისე როგორც ამას 90-იან წლებში აკეთებდა, ჩამოიმხოს თავზე "ცისფერი ჩაფხუტები" და შემოვიდეს ქვეყნაში ისევ ქართველების მოთხოვნით. ეს სავარაუდოდ არის გეგმა მაქსიმუმი.  გეგმა მინიმუმი კი, რომელიც უკვე ნაწილობრივ შესრულებულია და ამაში ლომის წვლილი ამჟამინდელ პოლიტიკურ "ისტებლიშმენტსაც" მიუძღვის ეს არის გასული წლების რეფორმების შედეგების დემონიზება. პირველ რიგში დარტყმის ქვეშ დადგა პოლიცია და ეს მიზანიც მიღწეულია. რუსეთისთვის ერთერთი მტკივნეული რეფორმა იყო პოლიციის ის იმიჯი, რომელიც გასულ წლებში ჩამოყალიბდა და ალბათ ყველას გახსოვთ მოსკოვში გამართულ მიტინგებზე ლოზუნგები რომელიც პოლიციის რეფორმას საქართველოს მაგალითით ითხოვდა. 
რუსეთისთვის აუცილებელია ნაციონალური მოძრაობის მართვის პერიოდი, წარმოაჩინოს როგორც ლამაზ რეფორმებს ამოფარებული სისიხლიანი რეჟიმი და ამაში საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება და კრემლი ერთმანეთს საოცრად ემთხვევიან. ამის კარგი დასტურია ის ფილმიც რომელიც რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა რუსულ მედიაში. 
2012 წლის ამინისტიის ხილული შედეგი არის ის, რასაც კრიმინალის ზრდის სახით ვხედავთ ჩვენს ყოველდღიურობაში და რომელიც პოლიციის იმიჯის დისკრედიტაციაში "მშვენიერ" როლს ასრულებს, მაგრამ უხილავი შედეგები მხოლოდ ეხლა იწყებს გამოჩენას. ამის დასტურია ჯერ პრორუსული ორგანიზაციების გაჩენა და მათი აქტივობები იყო, დღეს კი ის ყველაფერი რაც თავისუფალი ზონის ოფისთან ხდება. მთელი ეს პროცესები სწორედ ამ "პოლიტიკურების" ნამოქმედარია და არავინ დაიჯეროს რომ ეს ახალგაზრდების მიერ ორგანიზებული სტქიური პროცესია. 
დაუკვირდით გვარებს რომელიც ბოლო პერიოდში ჩვენი ყურადღების ცენტრში ექცევა - წითელაშვილი, ებრალიძე, ხომერიკი, კიტოვანი, რცხილაძე, ხაბურძანია, თარგამაძე, ინაშვილი, .... ყოველი მათგანის მიმართ არსებობდა ეჭვები რომ ისინი საქართველოს სახელმწიფოებრიობის დაუძინებელი მტრის სასარგებლო ქმედებებს ახორციელებდნენ ან ახორციელებენ და ამის გამო იყო რომ ციხეში ისხდნენ ან ქვეყნიდან იყვნენ გაქცულები რუსეთში. არცერთს, დღევანდელი ხელისუფლებიდან, არც კი უცდია მათი უდანაშაულობის დამტკიცება და საზოგადოებისთვის იმ მტკიცებულებების ჩვენება, რომელიც დაადასტურებდა რომ ისინი პოლიტიკური მოტივებით იყვნენ საპატიმროში და არა რეალური ანტისახელმწიფოებრივი ქმედების გამო. 
ფარული შედეგების ზედაპირზე ამოსვლა ეხლა იწყება და სულ უფრო თვალსაჩინო გახდება, რომლის ძირითადი მიზანიც ერის გახლეჩვა და ერთმანეთთან დაპისპირების ინსპირირება იქნება.... 
სიფრთხილე გვმართებს, გონების დაძაბვა და ცოტა მეტი ლოგიკა.
ამ ხალხმა ერთხელ უკვე გვახოცინეს ერთმანეთი ქართველებს!

Комментариев нет:

Отправить комментарий